| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | 29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება |
| Cc : | Sopo Belkania |
| Received On : | 25.03.2018 12:24 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნამ გუშინ ბათუმში ნორმალურად ჩაიარა.
ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის წარდგენას აჭარის რეგიონში კარგი გამოხმაურება და მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და ვფიქრობ წარმატებით უნდა განვითარდეს.
გლობალის საბოლოო თანხმობა სწორდ გუშინწინ მოვიდა პროექტის დაფინანსებაზე.
აჭარაში ყოფნისას ასევე მონაწილეობა მივიღე ორ ღონისძიებაში:
1.
მიგრაციის საერთასორისო ორგანიზაციის დაფინანსებული პროექტის დაწყებაში, რომლის საშუალებითაც სარფის სასაზღვრო პუნქტზე შრომით მიგრანტებისთვის
ხდება შეთავაზება აივ ინფექციასა და ც ჰეპატიტზე ტესტირებაზე და ტუბერკულოზის ადრეულ სიმპტომებზე გამოკითხვა. ტესტირება იქვე უტარდებათ ჩვენი სამსახურების საშუალებით. ასევე ხდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო მასალის დარიგება მათთვის. პროექტის აქტიური ფაზა გაგრძელდება
ორი კვირა და შემდეგ გაკეთდება გარკვეული ანალიზი. პროექტი რეგიონულია და ამ ტიპის პროექტებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს ასევე აზერბაიჯანსა და სასომხეთში.
2.
მოგეხსენებათ ჩვენი ცენტრი აქტიურ წინამოსამზადებელ სამუშაოს აწარმოებს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.
არის შეხვედრები სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში. მათ შორის პარასკევს იყო ასეთი შეხვედრა ბათუმში სამასპინძლო ბიზნესთან სადაც აჭარის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად მეც მივიღე მონაწილეობა და მან საკმაოდ საქმიანად და საინტერესოდ ჩაიარა. გარკვეული მზაობა
არის, მაგრამ ასევე ინფორმაციის დიდი დეფიციტია.
მოგეხსენებათ ხვალ გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სამუშაო შეხვედრა იწყება ლუგარის კამპუსის ახალ შენობაში და გელოდებით 9.30-თვის. მასალები გამოგზავნილი მაქვს და სამუშაო
ენა მხოლოდ ინგლისურია, თარგმანი არ გვაქვს. დღეს დავათვალიარე კიდვ ერთხელ და ვფიქრობ მზადყოფნა გვაქვს, თუმცა მაინც პირველად ტარდება ახალ შენობაში და ვნახოთ, ვეცდებით სერიოზული შეფერხებები არ გვქონდეს.
ასევე ქვემოთ გთხოვთ იხილოთ ინფორმაცია და მოწვევა „საქართველო თამბაქოს გარეშე დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რომელსაც 29-ში სამედიცინო უნივერსიტეტში ვატარებთ.
ბატონო დავით,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ 29 მარტის „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა
განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან
ღონისძიება ტარდება
ხუთშაბათს, 29 მარტს, 15:00-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
სადისერტაციო დარბაზში
(ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი).
მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების,
სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და დაესწრებით აღნიშნულ ღონისძიებას,
პატივისცემით,
ამირანი