| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Zaza Sopromadze; Maia Lagvilava; Tamar Barkalaia; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Sopo Belkania; atalakvadze@moh.gov.ge; Maia Tabagari |
| Subject : | 29 მარტი - „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება |
| Received On : | 25.03.2018 12:28 |
| Attachments : |
ძვირფასო მეგობრებო,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის სახელით, პატივი გვაქვს მოგიწვიოთ 29 მარტის „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
წელს „საქართველო თამბაქოს გარეშე“ დღის თემაა
განვთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისაგან
ღონისძიება ტარდება
ხუთშაბათს, 29 მარტს, 15:00-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
სადისერტაციო დარბაზში
(ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი).
მოწვეულნი არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მოხარულნი ვიქნებით თუ გამონახავთ დროს და დაესწრებით აღნიშნულ ღონისძიებას,
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email:
a.gamkrelidze@ncdc.ge