| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nino Kalandadze |
| Subject : | 5 მარტის შეხვედრები |
| Cc : | Ekaterine Adamia; Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 01.03.2018 12:46 |
| Attachments : |
ნინო გამარჯობა,
ქალბატონი მაიას შემდგომი ინფორმირებისა და 5 მარტს დაგეგმილი შეხვედრების ჩანიშვნის მიზნით გიგზავნით შემდეგ ინფორმაციას.
5 მარტი
14:30-15:00 შეხვედრა პროექტ ECHO-ს (Extension for Community Healthcare Outcomes) წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემაა C ჰეპატიტის რთულად სამართავი შემთხვევების დისტანციური სწავლების მოდელის გაფართოება და სხვა მიმართულებებით დანერგვა და ამ მიზნით მომავალი თანამშრომლობის საკითხების განხილვა.
15:30-16:00
შეხვედრა მაია ბუწაშვილთან,
კლინიკა „ნეოლაბის“
ხელმძღვანელი.
შეხვედრის თემაა ზიანის
შემცირების პროექტის
განხილვა, რომელიც
ითვალისწინებს ზიანის
შემცირების ქსელის C
ჰეპატიტის ელიმინაციის
პროგრამაში ჩართვას.
16:00-17:30 შეხვედრა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობენ US CDC-ის, NCDC-ის, შიდსის ცენტრისა და სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. დანართის სახით გიგზავნით შეხვედრასთან დაკავშირებულ მასალებს.
ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრებს ესწრება ბატონი მინისტრი და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.
შეხვედრები გაიმართება მე-8 სართულზე.
პატივისცემით,
მაია
Maia Nikoleishvili MPA
Chief Specialist of International Relations Division
HR Management and International
Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of
Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32
2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail:
mnikoleishvili@moh.gov.ge