From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Zaza Bokhua
Subject : 6 ივნისის შეხვედრის თაობაზე
Cc : Sopo Belkania
Received On : 05.06.2018 18:23
Attachments :

ბატონო ზაზა,


(როგორც შევთანხმდით, გიგზავნით ინფორმაციას, რომელიც ხვალ 6  ივნისს 12:00 საათზე, ქ. რუსთავში, სახელმწიფო-რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში,  დაგეგმილი შეხვედრისათვის. თუ რა აქტივობებს გეგმავს ჩვენი სამინისტრო ამ სამოქმედო გეგმის ფარგლებში). 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, რუსთავის გუბერნიასთან, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმიდინარე წლის ივნისი-ივლისის პერიოდში გეგმავს საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამინისტროს მიერ განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ, როგორც ფულადი სოციალური დახმარებების, ისე სოციალური სერვისების კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებისათვის არასახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტების თარგმნაში ხელშეწყობას.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სოციალური დახმარებების მიმართულებით გადადგმულნაბიჯებზე, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებსა და ,,C,, ჰეპატიტის თაობაზე.

ასევე თამბაქოს მავნებლობის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს, როგორც თამბაქოს აქტიურ მოწევას ასევე პასიურ მწეველობას ადამიანის განვითარების ყველა საფეხურზე. დამატებით მიეწოდებათ  ინფორმაცია თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა მიმდინარე წლის 1 მაისიდან.

 

​ 



პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

       ადამიანური რესურსების მართვისა და

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

მობ: 555 37 37 47