საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030195843885918
             № 01-1/ო 04 / იანვარი / 2018 წ.             
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 23- მუხლის პირველი პუნქტის, 24- მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- მუხლის შესაბამისად  

:   

1.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

) ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) შიდა აუდიტის დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) ეკონომიკური დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) იურიდიული დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

ვ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) სოციალური მომსახურების სააგენტოსამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

) სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხების კოორდინაცია;

) სამინისტროს მართვაში მყოფი შპსრეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“- საქმიანობის კოორდინაცია და წილის მმართველისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების  განხორციელება;

ლ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების კოორდინაცია;

) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის საკითხების კოორდინაცია;

) პირველადი ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია;

) სოციალური მომსახურების სააგენტოსსამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჯანმრთელობის დაცვის, მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია;

) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“- საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების  განხორციელება;

) სამედიცინო (მათ შორის დიპლომისშემდგომი) განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საკითხების კოორდინაცია.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას დაქვემდებარებაში განისაზღვროს:

) ადმინისტრაციული დეპარტამენტი - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;  

) შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;   

) სოციალური დაცვის  დეპარტამენტისამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ვ) ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებასამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ უზრუნველყოს  სამინისტროს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელება.

5.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული ჯანდაცვის საკითხების კოორდინაცია;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოსსამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური, აგრეთვე, შრომისა და დასაქმების მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია;

დ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კოორდინაცია;
 
ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია.

6. მინისტრის მოადგილეებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ხელი მოაწერონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით საკურაციო სფეროებში დასადებ მემორანდუმებს.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს:

) მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე);

) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში - მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია).

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (ზაზა სოფრომაძე) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს (გარდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილებისა და ფუნქციებისა) ახორციელებს მინისტრის მოადგილე (თამილა ბარკალაია).

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის (თამილა ბარკალაია) არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას და ფუნქციებს ახორციელებს მინისტრის მოადგილე (ზაზა სოფრომაძე).

10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობაში მყოფი შესაბამისი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი ამ ბრძანებითა და კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

11. ძალადაკარგულად გამოცხადდესსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის  12 დეკემბრის №01-273/ ბრძანება.

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო