საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030137539660318
             № 01-4/ო 09 / იანვარი / 2018 წ.             
თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის „პირველადი ჯანდაცვის საპილოტე დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად“ 2017 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმების იმპლემენტაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის თაობაზე

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის 2017 წლის 21 დეკემბერს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი - „პირველადი ჯანდაცვის საპილოტე დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად“ შეთანხმების იმპლემენტაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით,

ვბრძანებ:

1. საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) შორის 2017 წლის 21 დეკემბერს თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში 2017-2019 წლებში განსახორციელებელი პროექტის - „პირველადი ჯანდაცვის საპილოტე დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ (შემდგომში - პროექტი) ფარგლებში შერჩეულ იქნეს შემდეგი საპილოტე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები:

ა) შპს №23 პოლიკლინიკა - საოჯახო მედიცინის ცენტრი (ს/კ 400027127);

ბ) სს „კურაციო“ (ს/კ 204860597); 

გ) შპს „მედკაპიტალი“ (საბურთალოს ფილიალი - ს/კ 205218030);

დ) შპს „მედიკორი“ (ს/კ 204556541); 

ე) შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ (ს/კ 202905945). 

2. პროექტში ჩართული ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპილოტე სამედიცინო დაწესებულებები სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, N1 დანართით განსაზღვრული კომპეტენციებისა და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების გათვალისწინებით.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპილოტე სამედიცინო დაწესებულებებში, პროექტის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შეფასება განხორციელდეს პილოტის ფარგლებში შემუშავებული ინდიკატორების შესაბამისად.

4. საპილოტე სამედიცინო დაწესებულებებმა, პროექტის ფარგლებში, უნდა აწარმოონ მეთვალყურეობა პილოტის ფარგლებში შემუშავებული ინდიკატორების შესაბამისი პროტოკოლებისა და მეთვალყურეობის ფორმების  მიხედვით.

5. ბრძანების  მიმდინარეობაზე კონტროლი და  პროექტის ფარგლებში სამინისტროს მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულება დაევალოს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს.

6. ბრძანება ძალაშია  ხელმოწერისთანავე.

 

 


 

მინისტრი
დავით სერგეენკო