საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health | |
KA030643477775118 | |
| 0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge | |
| #06/368 | 17 / იანვარი / 2018 წ. |
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა კონკურსი არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველოში მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად.
წარმოგიდგენთ, ცენტრის საკონკურსო კომისიის, 2018 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე - ანა დეკანოსიძის და სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე - ანა პაპასკირის კანდიდატურებს.
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 10 აგვისტოს #01-181/ო ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესათანხმებლად გიგზავნით ინფორმაციას აღნიშნული კანდიდატურების დანიშვნის შესახებ.
პატივისცემით,