| From : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| To : | David Sergeenko |
| Subject : | CCM renewal |
| Cc : | Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 10.05.2018 17:47 |
მოგესალმებით ბატონო დავით,
გაწვდით მოკლე ინფორმაციას საბჭოს წევრების განახლების თაობაზე. სამდივნომ შეისწავლა ყველა შემოსული კანდიდატების საბუთები და შეიმუშავა „Check list”. სამდივნო გაუზიარებს საბჭოს სრულ შემდაგენლობას შემოსული განაცხადების სრულ პაკეტს გასაცნობად, რათა მომავალ სხდომაზე მოხდეს კენჭისყრა.
აქვე გაცნობებთ, რომ ნომინირებულია შემდეგი კანდიდატები:
- სამთავრობო სექტორიდან:
1. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი- ბ-ნი ლაშა დარსალია, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე (ახალი კანდიდატი)
2. საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - ქ-ნი სოფიო მორგოშია, მინისტრის მრჩეველი (ახალი კანდიდატი)
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო- ქ-ნი ირინე ჯავახაძე, საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ამჟამინდელი წევრი)
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო- ბ-ნი ლევან კაკავა, მინისტრის მოადგილე (წარმოდგენილია საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით)
სამოქალაქო სექტორი:
- აკადემიური სექტორი: ბ-ნი ზურაბ ვადაჭკორია - თსსუ-ს რექტორი (ამჟამინდელი წევრი)
- რელიგიური ორგანიზაცია: არქიმანდრიტი ადამი- ვახტანგ ახალაძე (ამჟამინდელი წევრი)
- კერძო სექტორი: ბ-ნი ელგუჯა მელაძე- დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი (ამჟამინდელი წევრი)
აივ შიდსის სფეროში მოღვაწე 3 ორგანიზაცია:
1. ალტერნატივა ჯორჯია - ქ-ნი მზია ტაბატაძე;
2. ახალი გზა - ბ-ნი ზაზა ქარჩხაძე;
3. ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო - ქ-ნი მარი ჩოხელი
ტბ სფეროში მოღვაწე 1 ორგანიზაცია:
1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება: ქ-ნი ნათია ლოლაძე (ამჟამინდელი წევრი)
ძირითადი დაზარალებული ჯგუფები:
1. IDU- ახალი ვექტორი, კონსტანტინე ლაბარტყავა (ამჟამინდელი წევრი)
2. შიდსით დაზარალებული სხვა ჯგუფი: ერთ ადგილზე ნომინირებულია 2 კანდიდატი: ქ-ნი იზა ბოდოკია (შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი, ამჯამინდელი წევრი) და ნატალია კოპალიანი ქალები თავისუფლებისთვის, სექს მუშაკ ქალთა გაერთიანება. საბჭომ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი კანდიდატი.
3. ტბ დაზარალებული ჯგუფი- გამარჯვებულთა კლუბი- ქ-ნი ლელა წაქაძე (ამჟამინდელი წევრი)
4. ყოფილი ტბ პაციენტი- ბ-ნი ნიკა მირზაშვილი, პაციენტთა კავშირი (ამჟამინდელი წევრი)
5. აივ პოზიტიური- აქაც ნომინირებულია ერთ ადგილზე ორი კანდიდატი, ბ-ნი ლაშა თვალიაშვილი, რეალური ხალხი რეალური ხედვა და ბესიკ ყაზარაშვილი, ორგანიზაცია პაპა (ამჟამად ამავე ორგანიზაციიდან გვყავს სხვა წევრი). საბჭომ უნდა აირჩიოს ერთ-ერთი კანდიდატი.
ამრიგად, მხოლოდ ორ ადგილზე არის კონკურსი, ხოლო დანარჩენზე გვყავს თითო კანდიდატი შერჩეული თავიანთი წარმომადგენლობის მიერ.
პატივისცემით,
ირინა
From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Thursday, March 29, 2018 4:24 PM
To: Irina Grdzelidze
Cc: Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net
Subject: Re: CCM renewal
კი ბატონო
Sent from my iPhone
On Mar 29, 2018, at 15:14, Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> wrote:
მოგესალმებით ბატონო დავით,
მიდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ, რომ საბჭოს სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად წევრები არჩეული იყვნენ ორი წლის ვადით, რომელიც მარტის თვეში იწურება. დადგენილი პროცედურის თანახმად, საბჭოს სამდივნო დაიწყებს მოქმედებას რათა მოხდეს კანდიდატების შერჩევა მათივე წარმომადგენლების (constituency) მიერ.
განცხადების საფუძველზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლობიდან მივიღებთ განაცხადებს წევრობაზე, ხოლო სამთავრობო, აკადემიური, რელიგიური და კერძო სექტორების შემთხვევაში უწყებებს უნდა მივმართოთ წერილობით, რათა მათ წარადგინონ კანდიდატები. აქვე ავღნიშნავ რომ იგივე წევრები შეიძლება იყვნენ შერჩეული მომდევნო ორი წლის ვადით. საბოლოოდ წევრების მიღება მოხდება კენჭისყრის გზით საბჭოს სხდომაზე.
პატივისცემით,
ირინა