| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | EMS |
| Cc : | Mariana Mkurnali |
| Received On : | 26.06.2017 13:38 |
| Attachments : |
სოფო გამარჯობა,
ევროინტეგრაციის სამინისტრო EMS-ის სარეგისტრაციო ფორმის შევსებას გვთხოვს. აღნიშნული ფორმა ითვალისწინებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმებისა და შესრულების ანგარშების ელ. ფორმატით შევსებას.
დანართის სახით გიგზავნი ჩემს მიერ შევსებულ ფორმას. თუ მისაღებია, გთხოვ, დამიდასტურე ან მომწერე შენი შენიშვნები.
კურატორი უნდა იყოს სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციას.
თემატური პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ის თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ დეპარტამენტებიდან/სსიპებიდან მიღებული ინფორმაციის დაკორექტირებას და ერთიან ფორმატში მოყვანას.
თანამშრომელი – ამ გრაფაში მოიაზრება დარგობრივი დეპარტამენტის და შესაბამისი სსიპ–ების ის თანამშრომლები, რომლებიც კომპეტენციის ფარგლებში შეიყვანენ მოთხოვნილ ინფორმაციას.
სოფო, აქვე ერთი თხოვნაც მაქვს, ტრეფიკინგის სსიპ–დან ვის გამოყოფს თამილა ინფორმაციის შეყვანაზე პასუხისმგებლ პირად, როცა შეძლებ კითხე.
მადლობა წინასწარ.
მაიკო