| From : | Anna Shaishmelashvili <a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge> |
| To : | Elza Jgerenaia; Sopo Belkania; Mariana Mkurnali; n.kavtaradze@ncdc.ge; Nino Odisharia; Kakha Khandolishvili; Lika Klimiashvili; Maia Nikoleishvili; Nino Berianidze; Natia Gabitashvili; Irakli Kokaia; Tamta Zaalishvili; Natia Nogaideli; Ketevan Goginashvili; Mariam Darakhvelidze |
| Subject : | EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მოსამზადებელი შეხვედრა |
| Received On : | 03.04.2018 14:54 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო, მოგესალმებით ყველას,
გაცნობებთ, რომ მოსამზადებელი შეხვედრა 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - მე-3 სხდომის თაობაზე გაიმართება 12 აპრილს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში (ოთახს ზუსტად დამატებით გაცნობებთ).
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, რომ დავიცვათ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ინფორმაციის მოწოდების დათქმული ვადები: მოკლე ტექსტური მასალებისა (ვორდის ფაილში) მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 5 აპრილს, 18:00 საათამდე, ხოლო პრეზენტაციებისა
(PowerPoint-ში) კი 11 აპრილს, 18:00 საათამდე.
12 აპრილის შეხვედრაზე დასწრება, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, აუცილებელია ყველა სპიკერისათვის, რომლებიც დაფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს (გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეხვედრაზე დამსწრეთა სია).
P.S: ამასთან, გთხოვთ, ამასობაში მოგვაწოდოთ 19 აპრილის სხდომაზე დამსწრეთა დაზუსტებული სიაც. რადგანაც აღნ. ქვეკომიტეტის მე-3 სხდომა თბილისშია, არის საშუალება, რომ უფრო მეტი ადამიანი დაესწროს, უფრო ზუსტად კი ისინი, ვინც უშუალოდ არ ფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მაგრამ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, შესაძლოა პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. (ჩვენც გვჭირდება დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის წინასწარ ცოდნა საორგანიზაციო მხარეების მოსაგვარებლად - დარბაზის დაჯავშნა და ა.შ.)
გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა შაიშმელაშვილი
Anna Shaishmelashvili
Chief Specialist
European Integration Coordination Department
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4
Cell: (+995) 577 10 20 18
E-mail: a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge