From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Elza Jgerenaia
Subject : FW: გენდერული ბიუჯეტირების პროექტზე მუშაობის მიზნით საკონტაქტო პირის გამოყოფის თაობაზე
Cc : Tamar Barkalaia; Sopo Belkania; Mariana Mkurnali; Maia Gotiashvili
Received On : 16.04.2018 09:57
Attachments :

ელზა მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 12 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა უწყებათაშორისო შეხვედრა ევროკავშირის ექსპერტებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საპილოტე უწყბების მიერ (მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შემუშავება“ განხორციელების საკითხი.

პირველ ეტაპზე საპილოტე უწყებებს ეთხოვათ საპილოტე პროგრამის შერჩევა.

ექსპერტებს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდათ ქალბატონი თამუნა ბარკალაიასთან, რომლის გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“.

პროგრამის შერჩევის შემდგომ უწყებებს (მიმდინარე წლის 24 აპრილამდე) ევალებათ  მოამზადონ სიტუაციური ანალიზი და პროგრამასთნ დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია (სამიზნე ჯგუფების, მიზნების, ინდიკატორების, ბიუჯეტის გათვალისწინებით). პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ პრეზენტაციაში.

გთხოვთ, გამოყოთ შესაბამისი თანამშრომელი/თანამშრომლები აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობისა და მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადების მიზნით.

დამატებით გაცნობებთ, რომ პროექტის ეროვნული ექსპერტი ცისანა გოდერძიშვილი (ელ. ფოსტა: tsisana@taso.org.ge; ტლ.: 599491728).

პატივისცემით,

მაია

 

 

From: Maia Gotiashvili
Sent: Monday, April 16, 2018 12:11 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: FW:
გენდერული ბიუჯეტირების პრეზენტაციები

 

 

 

From: Tsisana Goderdzishvili [mailto:tsisana@taso.org.ge]
Sent: 13 April, 2018 17:07
To: Juna Gersamia <jgersamia@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; rati.noselidze@mia.gov.ge; t.meladze@mia.gov.ge; ntsikvadze@parliament.ge; n.gulua@mof.ge; achagelishvili@justice.gov.ge; mnikoleishvili@mof.gov.ge; m.peradze@mia.gov.ge
Cc: elisabeth.klatzer@gmx.net; Patricia Rosa <patricia.rosa@niras.com>; Margalita Shakarashvili <margalita.shakarashvili@gmail.com>; Marina Meskhi <XMAME@NIRAS.DK>
Subject:
გენდერული ბიუჯეტირების პრეზენტაციები

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობისა და საინტერესო მუშაობისათვის, რამაც დაგვრწმუნა ჩვენს მომავალ ნაყოფიერ თანამშრომლობაში.

აქვე მინდა შეგახსენოთ და დიდი იმედი გამოვთქვა, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში შეძლებთ შეხვედრაზე დასახელებული საპილოტე პროგრამების შეთანხმებას თქვენს სამინისტროებში და სამუშაო ჯგუფების საბოლოო სახით ჩამოყალიბებას, რაზეც კიდევ ერთხელ დაგიკავშირდებით.

თანდართული ფაილებით გიგზავნით ვორკშოპის პრეზენტაციების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს.

გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

პატივისცემით,

ცისანა გოდერძიშვილი