| From : | Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge> |
| To : | |
| Subject : | FW: ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით |
| Cc : | Aleksandre Baramidze <abaramidze@justice.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge> |
| Received On : | 01.02.2018 07:42 |
| Attachments : |
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრებო,
ვისარგებლებ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ თანდართულ ცხრილში
მოცემულ, თეთრად დარჩენილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები და პოზიციები წარმოგვიდგინოთ არაუგვიანეს 7 თებერვლის 18:00 საათისა.
პატივისცემით,
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
From: Ketevan Sarajishvili
Sent: Wednesday, January 24, 2018 6:17 PM
Cc: Aleksandre Baramidze
Subject: RE: ნარკოპოლიტიკის
საკითხთან
დაკავშირებით
ძვირფასო საბჭოს წევრებო,
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს 22 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, გიგზავნით ნარკოპოლიტიკის
საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე ცხრილს. დოკუმენტში მწვანე ფრად მონიშნულია მხარეთა შორის შეჯერებული საკითხები, ხოლო თეთრ ფერში წარმოდგენილია ის თემები, რომელიც საჭიროებს დამატებით მსჯელობასა და კონსულტაციას.
ამასთან, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას, რომ სამსჯელოდ არ ვხდით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე
აუცილებლად შესაცვლელ საკითხებს (სსკ 265 მუხლი). ეს საკითხი საჭიროებს მხოლოდ გადაწყვეტილების კანონში ასახვის თავისებურებებზე შეჯერებასა და იმ სხვადასხვა იდეაზე მსჯელობას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციასთან არის დაკავშირებული.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ცხრილის ბოლო, N 17 საკითხთან (შეჯერებული) მიმართებაში, მათ, ვისაც არ ჰქონია შესაძლებლობა, გაცნობოდა თუ რა მოდელზეა საუბარი,
სხდომამდე გამოგეგზავნებათ პროექტი, ასევე ევროპელი ექსპერტის მიერ დეკემბერში გამოგზავნილი დასკვნა, რომლის რეკომენდაციებიც საბოლოო დოკუმენტში იქნა ასახული.
საბჭოს სხდომაზე შეთანხმების თანახმად,
გთხოვთ, დღეიდან 2 კვირის ვადაში (არაუგვიანეს 7 თებერვლის 18:00 სთ) წარმოგვიდგინოთ თქვენი მოსაზრებები ცხრილში მოცემულ, თეთრად დარჩენილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
From: Ketevan Sarajishvili
Sent: Tuesday, January 23, 2018 9:04 PM
Cc: Aleksandre Baramidze <abaramidze@justice.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>
Subject: ნარკოპოლიტიკის
საკითხთან
დაკავშირებით
საღამო მშვიდობისა,
მიმდინარე წლის 22 იანვრის ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს თავმჯდომარის, ქალბატონი თეა წულუკიანის,
ინსტრუქციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ გასაცნობად გიგზავნით:
-
საქართველოს
ნარკოპოლიტიკის
რეფორმის
რეგულირების
გავლენის
შეფასებას (RIA), რომელიც მოამზადა პარლამენტის
ჯანდაცვის კომიტეტმა;
-
ექიმ-ნარკოლოგების განმარტებებს „უკანონო
მფლობელობიდან
ან
ბრუნვიდან ამოღებულ
სპეციალურ
კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებათა
და
მათი
შემცველი
პრეპარატების
მცირე,
დიდ და
განსაკუთრებით
დიდი
ოდენობების“
ნუსხაში
შემოთავაზებულ ცვლილებებთან
დაკავშირებით;
-
ფსიქოაქტიური
ნივთიერებების
მოხმარების
პირველადი
პრევენციის დოკუმენტს, რომელიც მოამზადა ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ;
-
საქართველოში
სერვისების განვითარების
გარდამავალი
გეგმა /კონცეფციას, რომელიც მოამზადა ნარკოპოლიტიკის
ეროვნულმა პლატფორმამ;
კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე ცხრილს, რომელშიც ასახული იქნება შეჯერებული და ღიად დარჩენილი საკითხები, მოგაწოდებთ შევიწროებულ
ვადებში.
პატივისცემით,
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო