| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | FW: სასწავლო ვიზიტი ესტონეთში |
| Received On : | 23.04.2018 13:19 |
| Attachments : |
სოფო
გიგზავნი ინფორმაციას სასწავლო ვიზიტთან დაკავშირებით
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 500747
From: info [mailto:Info@csb.gov.ge]
Sent: 23 April, 2018 16:45
To: dgunashvili@mod.gov.ge
Cc: Maka Tokmazishvili; Ana Koberidze; Irina Aghapishvili
Subject: სასწავლო ვიზიტი ესტონეთში
მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო, ესტონეთის პოლიტიკის კვლევების ცენტრის დახმარებითა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო მოხელეთა სწავლების ერთიანი სისტემის ხელშეწყობა საქართველოში“.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 28-30 მაისს ესტონეთში, ქ.ტალინში, დაგეგმილია სასწავლო ვიზიტი სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისა და საქართველოს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების ერთეულების ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი საჯარო მოხელეების მონაწილეობით.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა სწავლების საჭიროებების იდენტიფიცირების ერთიანი ფორმის შემუშავებასა და მის ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მიმდინარე წლის 25 აპრილამდე, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობა ესტონეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში ელექტრონულ მისამართზე: mtokmazishvili@csb.gov.ge
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეთა მგზავრობის, სასტუმროსა და კვების (საუზმე, ორი ხემსი, ერთი ვახშამი) ხარჯებს (გარდა per diem-ისა) სრულად ანაზღაურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფოდნი.
პატივისცემით,
საჯარო სამსახურის ბიურო
MOF