| From : | alexi zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | FW: ფოკუს ჯგუფის შეხვედრა |
| Received On : | 17.01.2018 10:56 |
სოფო, ეს წერილია.
-------- Original message --------
From: info <Info@csb.gov.ge>
Date: 1/17/18 11:08 AM (GMT+04:00)
To:
Subject: ფოკუს ჯგუფის შეხვედრა
მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში არსებობს ვალდებულება შეფასდეს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და შესაბამისობა ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებთან. სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს თხოვნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი, ჯაბა დევდარიანი ახორციელებს რეფორმის მიმდინარეობის კონტექსტის ყოველწლიურ ანალიზს.
აღნიშნული ანალიზის სრულყოფილად ჩასატარებლად, 2017 წლის ნოემბრის თვის განმავლობაში თითოეულ საჯარო მოხელეს, თქვენი დახმარებით, ეთხოვა ანონიმური კითხვარის შევსება. განხორციელებული კვლევის პირველადი მიგნებები და კვლევაში მონაწილე რესპონდენტების რაოდენობა, იძლევა შედეგების შემდგომი გამოყენების საშუალებას საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში მომავალი საქმიანობის დასაგეგმად.
თუმცა, ანალიზის საფუძველზე საბოლოო ანგარიშის მომზადებისათვის გამოიკვეთა დამატებით საექსპერტო ფოკუს-ჯგუფების შეხვედრების ჩატარების საჭიროება, რომლის მოდერაციასაც ჯაბა დევდარიანი უზრუნველყოფს.
ვიცნობთ რა თქვენი ორგანიზაციის საქმიანობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით, გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი დაწესებულების წარმომადგენლების ჩართულობა, კერძოდ:
· ერთი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე (დეპარტამენტის ან სამმართველოს უფროსი)
· ერთი საჯარო მოსამსახურე
ფოკუს-ჯგუფი ჩატარდება სამშაბათს, 23 იანვარს, ორ ეტაპად სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათი.
გთხოვთ, მიმდინარე წლის 18 იანვრის ჩათვლით მოგვაწოდოთ ორი თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი და გვარი, პოზიცია, ელ-ფოსტა და მობილური ტელეფონი), რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ შეხვედრაში. წარმოდგენილ კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საჯარო სამსახურში ინსტიტუციური მოწყობისა და პრაქტიკის განზოგადების დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ანა კობერიძეს akoberidze@csb.gov.ge ან ტელეფონით: 593 733 700.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
საჯარო სამსახურის ბიურო