From : Mariam darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : FW: CND ვიზიტი - ნარკოპოლიტიკა
Received On : 09.02.2018 14:35
Attachments :

სალამი, სოფო,

 

როგორ ხარ?

ასეთი წერილი მივიღე იუსტიციიდან და გიგზავნი. იქნებ შეათანხმო ბატონ დავითთან და ისე მივწეროთ პასუხი.

 

პატივისცემით, მარინა

 

 

 

From: Mariami Bregadze [mailto:mbregadze@justice.gov.ge]
Sent: 9 February, 2018 16:54
To: e.machavariani@mia.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge
Cc: Ketevan Sarajishvili ; Nata Varazashvili
Subject: CND ვიზიტი - ნარკოპოლიტიკა

 

მოგესალმებით,

 

        გაცნობებთ, რომ ა/წ 12-16 მარტს, ქ. ვენაში საქართველო მიწვეულია Commission on Narcotic Drugs (CND) 61-ე სესიაზე. ღონისძიების ორგანიზატორია UNODC და მასში მონაწილეობენ გაეროს წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

     მიგვაჩნია, რომ CND კარგი პლატფორმაა საერთაშორისო დონეზე წარმოჩინების და კონტაქტების დამყარების კუთხით, ასევე, კარგად ჩანს ხოლმე ქვეყნების დამოკიდებულება და პოზიცია მსოფლიო ნარკოპოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რა ჩარჩოს განსაზღვრავს გაერო მკაცრ ნარკოპოლიტიკას თუ  ლიბერალურს და რამდენად ლიბერალურს. ევროკავშირი თავისი სააგენტოებით (EMCDDA) ესწრება ხოლმე. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მონაწილება 13-15 მარტის სესიებზე;

 

     გაცნობებთ, რომ EU-ACT პროექტი საქართველოდან 4 მონაწილეს დააფინანსებს (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო);

 

      ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც საბჭოს ხელმძღვანელი უწყება და მას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთი სარაჯიშვილი. საორგანიზაციო ჯგუფს საქართველოს დელეგაციის თაობაზე ინფორმაციას მიაწვდის  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

      ამასთან, გაცნობებთ, რომ როგორ ჩვენთვის ცნობილია, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოში ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ამდენად, სამთავრობო უწყებების მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

       გთხოვთ, გაეცნოთ შეხვედრის თანდართულ დღის წესრიგს და  ა.წ. 14 თებერვლამდე გვაცნობოთ თქვენი უწყებიდან ერთი მონაწილის ვინაობა.

     

 

პატივისცემით,

 

მარიამ ბრეგაძე

მრჩეველი

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, 0114,

გორგასლის ქ. 24ა

მობ.: (+995 555) 458 200

ფაქსი: (+995 322) 40 52 04

ელ. ფოსტა: mbregadze@justice.gov.ge

ვებ-გვერდი: www.justice.gov.ge

 

logo