| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Elza Jgerenaia; Lika Klimiashvili; Nino Odisharia; Tea Gvaramadze; Mariam Darakhvelidze; Ketevan Goginashvili |
| Subject : | FW: HRC 38 resolutions |
| Cc : | Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 19.06.2018 14:46 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე სესიის ფარგლებში რეზოლუციების მიღების საკითხს.
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული რეზოლუციის ტექსტები თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია რეზოლუციების თანასპონსორობასთან დაკავშირებით, ასევე, შენიშვნები და წინადადებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
From: Salome Supatashvili [mailto:ssupatashvili@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, June 19, 2018 2:29 PM
To: Sopo Belkania
Cc: Ani Gabrichidze
Subject: HRC 38 resolutions
Importance: High
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მ.წ. 18 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ქ. ჟენევაში გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე სესია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით შემდეგი რეზოლუციების ტექსტებს, რომელთა მიღებაც დაგეგმილია მიმდინარე სესიის ფარგლებში:
1. Elimination of discrimination against women and girls;
ინიციატორები: კოლუმბია და მექსიკა.
ცნობისთვის: 35-ე სესიის ფარგლებში საქართველო გახდა აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციის თანასპონსორი. რეზოლუცია კონსესუსით იქნა მიღებული.
2. Human rights in the context of HIV and AIDS;
ინიციატორები: ბრაზილია, კოლუმბია, მოზამბიკი, პორტუგალია და ტაილანდი.
ცნობისთვის: 30-ე სესიაზე საქართველომ დაასპონსორა რეზოლუცია 30/8: Contribution of the Human Rights Council to the high-level meeting on HIV/AIDS in 2016.
ამჟამად, საბჭოს ფარგლებში, მიმდინარეობს რეზოლუციის ტექსტზე მუშაობა. ამ მიზნით, გაიმართება არაფორმალური შეხვედრები, სადაც საბჭოს წევრებს, მათ შორის საქართველოს, შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ ტექსტთან დაკავშირებული შენიშვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ:
1) განიხილოთ რეზოლუციის ტექსტი და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ ტექსტთან დაკავშირებული შენიშვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რათა მოხდეს მათი გაჟღერება არაფორმალური შეხვედრების დროს;
2) ასევე, გვაცნობოთ პოზიცია რეზოლუციის თანასპონსორობის (რეზოლუციის ტექსტზე მიერთება) და კენჭისყრის შემთხვევაში, კენჭისყრაზე დასაფიქსირებელი პოზიციის თაობაზე.
საუკეთესო სურვილებით,
სალომე სუპატაშვილი
Division for the United Nations
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
4 Chitadze Street, Tbilisi, Georgia, 0108
Tel: (+995 32) 2945000 (ext.18-04)