| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nino Odisharia; Nino Jinjolava; Nato Chapidze; Elza Jgerenaia; Lika Klimiashvili |
| Subject : | FW: HRD შეხვედრა |
| Cc : | Tamar Barkalaia; Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 23.05.2018 12:40 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება 25 აპრილს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე (ესწრებოდა ქ-ნ თამილა ბარალაია) მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის წარდგენას შემდეგ საკითხებზე:
· ინფორმაცია არასახელმწიფო ბავშვთა თავშესაფრებში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის თაობაზე;
· ინფორმაცია ეროვნულ კანონმდებლობაში ILO -ს კონვენციიების (100, 111) დებულებების ინკორპორირების პროცესის შესახებ;
გთხოვთ, 28 მაისისთვის მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდგომი ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
მაიკო
From: Tamar Iordanishvili [mailto:t.iordanishvili@mfa.gov.ge]
Sent: Wednesday, May 23, 2018 3:59 PM
To: Teona Vardzelashvili
Cc: Victoria Baikova
Subject: HRD
მოგესალმებით,
გიგზავნით იმ საკითხების ჩამონათვალს, რომელიც ქართულ მხარეს დამატებით ეთხოვა ა.წ. 25 აპრილს ქ. ბრიუსელში გამართულ HRD-ის შეხვედრაზე.
· სტატისტიკური მონაცემები იძულებით გადაადგილებული პირების თაობაზე (აღნიშნული ინფორმაცია ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული გვაქვს სხდომის გამართვამდე, თუ არაფერი შეცვლილა შეგვიძლია გადავუგზავნოთ თქვენს მიერ უკვე გამოგზავნილი მასალა);
· ინფორმაცია ODIHR-ის მოხსენებაში ასახული რეკომენდაციების შესრულების პროცესის თაობაზე (2017 წლის ადგილობრივი არჩევნები), განსაკუთრებით პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით;
· სტატისტიკური მონაცემები დისკრიმინაციის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებისა და მათი გამოძიების შესახებ, მათ შორის სტატისტიკა გამოტანილი განაჩენების თაობაზე;
· ინფორმაცია არასახელმწიფო ბავშვთა თავშესაფრებში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის თაობაზე;
· ინფორმაცია ეროვნულ კანონმდებლობაში ILO -ს კონვენციიების (100, 111) დებულებების ინკორპორირების პროცესის შესახებ;
· ინფორმაცია სექსუალური შევიწროვების შემთხვევების თაობაზე.
გთხოვთ ევროკავშირს მხარის დროულად ინფორმირების მიზნით მოგვაწოდოთ ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები/სტატისტიკები (ინგლისურ ენაზე).
თუ რომელიმე საკითხი გამოგვრჩა გთხოვთ დამატებით გვაცნობოთ.
საუკეთესო სურვილებით,
თამარი,
Tamar Iordanishvili Counsellor Department of European Integration Ministry of Foreign Affairs of Georgia Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia Tel: (+995 32) 2945000 (ext. 1303) E-mail: t.iordanishvili@mfa.gov.ge |