From : Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia; tbarkalaia@gmail.com
Subject : FW: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა
Cc : Sopo Belkania; Beka Peradze; bperadze@moh.gov.ge
Received On : 29.05.2018 09:25
Attachments :

თამუნა როგორ ხარ,

 

გიგზავნი შესათანხმებლად OGP –ის  დოკუმენტს, ჩასაწორებული რედაქციით.

 

მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც არ ვეთანხმებით ამ ეტაპზე არის ინსპექციის მიერ შემოწმებული კომპანიების შესახებ  ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნებას. ჩვენ შემოვიფარგლეთ მხოლოდ ზოგადი  ინფორმაციის რეგულარული გამოქვეყნების ვალდებულებით, რაც ისედაც ანგარიშების სახით ასახულია ჩვენს პორტალზე.

და მეორე საკითხი  ახალი  პორტალის შექმნას პირველი ეტაპისთვის თავს ვიკავებთ, და არსებულ  პორტალზე გასაჯაროვდება ზოგადი სახით  ინსპექციის შედეგები.

 

კეთილი სურვილებით,

 

ელზა

 

 

From: beka peradze [mailto:bperadze@moh.gov.ge]
Sent: Friday, May 25, 2018 6:23 PM
To: Sopo Belkania
Cc: Tamar Barkalaia; Elz
a Jgerenaia
Subject: RE: OGP
ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა

 

მოგესალმებით,

ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ახალი სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესრულების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონისაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ის მე-40 მუხლის მიხედვით  „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა[...]“.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი საქმიანობს ღიაობის პრინციპის გათავლისწინებით და მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის ინსპექტირების პროცესისა და მისი შედეგების პროაქტიული გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვადებში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ანგარიშს შრომის უსაფრთოხების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ, შესაბამისი სტატისტიკისა და ანალიზის მითითებით, რაც კიდევ უფრო ზრდის დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიღების შესაძლებლობას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განხორციელდეს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულ რეჟიმში საჯარო ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ პლატფორმაზე.

 

პატივისცემით,

ბექა ფერაძე

 

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: 24 May, 2018 7:38 PM
To: Elza Jgerenaia ; Mariam Darakhvelidze ; Nino Odisharia ; bperadze@moh.gov.ge
Cc: Tamar Barkalaia ; Maia Lagvilava
Subject: FW: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენი უწყების ორ ვალდებულებას შესაბამის ფორმატში გადატანილს. გთხოვთ, დამიდასტუროთ, რომ მისაღებია ასე ჩაიდოს გეგმაში. გთხოვთ შეავსოთ ყვითლად მონიშნული ადგილები.

 

ასევე, გთხოვთ, დაამატოთ/შეცვალოთ/წაშალოთ ტექსტი საჭიროებისამებრ.

 

კიდევ ერთხელ გიგზავნით OSGF-ის რეკომენდაციების დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა ინფორმაციულად გამოგადგეთ.

 

თუ შეძლებთ, ხვალ, 25 მაისის დღის ბოლომდე მომწეროთ თქვენი კომენატრები.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Ketevan Tsanava [mailto:ktsanava@justice.gov.ge]
Sent: Thursday, May 24, 2018 3:42 PM
To: Sopo Belkania; Ketevan Goginashvili
Cc: Tdolidze12@gmail.com
Subject: RE: OGP
ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა

 

სოფო, ქეთი, მოგესალმებით,

 

გიგზავნით თქვენს ორ ვალდებულებას შესაბამის ფორმატში გადატანილს. გთხოვთ, დამიდასტუროთ, რომ მისაღებია ასე ჩაიდოს გეგმაში. ყვითლად მონიშნული მაქვს ადგილები, რომლის შევსებაც მინდა გთხოვოთ.

 

ასევე, გთხოვთ, დაამატოთ/შეცვალოთ/წაშალოთ ტექსტი საჭიროებისამებრ. კიდევ ერთხელ გიგზავნით OSGF-ის რეკომენდაციების დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა ინფორმაციულად გამოგადგეთ.

 

თუ შეძლებთ, იქნებ სამშაბათამდე დაგვიდასტუროთ ეს ვალდებულებები.

 

მადლობა,

 

ქეთი