From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : FW: Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)
Received On : 04.04.2018 17:05
Attachments :

სოფო,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეილის თანახმად, მისია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან IPPF (International Planned Parenthood Federation). 2017 წელს IPPF-თან თანამშრომლობით, გაიმართა ორი ღონისძიება გერმანიისა და საქართველოს სახელით, რომელიც დაეთმო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ  (Sexual and reproductive health and rights) საკითხებს. 

 

ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია IPPF-ის ოფიციალურ ვებ. გვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, IPPF-ი დაარსდა 1950 წელს.  IPPF მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს 170 ქვეყანაში. ორგანიზაციის წევრ ასოციაციებს შორისაა -  Association HERA XXI - Georgia.

 

Vision

All people are free to make choices about their sexuality and well-being, in a world free of discrimination. 

 

Mission

Building on a proud history of 65 years of achievement, we commit to lead a locally owned, globally connected civil society movement that provides and enables services and champions sexual and reproductive health and rights for all, especially the under-served.

 

Results

In 2016, IPPF delivered 182.5 million sexual and reproductive health services. We also contributed to 175 policy and/or legislative changes in support or defence of sexual and reproductive health and rights at national, regional and global levels.

 

IPPF-ი ანგარიშვალდებულია ორგანიზაცია “Accountable Now”-ს მიმართ, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების სექტორთაშორისი პლატფორმა. ამავე ორგანიზაციის მიმართ ანგარიშვალდებულები არიან ისეთი ორგანიზაციები როგორიცაა: World Vision, Transparency International, Oxfam, Care, SOS Children’s Villages International და სხვ.

 

IPPF-ის სამდივნო მდებარეობს ლონდონში.

 

დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ მითითებული შემდეგ ვებ. გვერდზე: https://www.ippf.org/

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Tuesday, April 3, 2018 5:10 PM
To: Mariam Darakhvelidze ; Ketevan Goginashvili ; Nino Odisharia
Cc: Sopo Belkania ; Mariana Mkurnali
Subject: FW: Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეილს, რომელიც ეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “IPPF”-ის მიერ ინიცირებული პარალელური ღონისძიების „Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)“ დასპონსორების/მხარდაჭერის (ფინანსურ კონტრიბუციას არ გულისხმობს) საკითხს.

 

გთხოვთ, განიხილოთ IPPF-ის მიერ მოწოდებული კონცეფცია (თანდართულ აპლიკაციის ფორმატში) პარალელური ღონისძიების თაობაზე და ხვალ , 4 აპრილის დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერასთან/საქართველოს სახელით ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

 

მაია

 

From: Salome Supatashvili [mailto:ssupatashvili@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, April 3, 2018 4:10 PM
To: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge
>; Sopo Japaridze <sjaparidze@gov.ge>
Cc: Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Ani Gabrichidze <agabrichidze@mfa.gov.ge>; Tea Maisuradze <tmaisuradze@mfa.gov.ge>
Subject: Side-event on Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)
Importance: High

 

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ,  რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა (WHA). აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “IPPF”-მა მიმართა გაერო-სთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას ჟენევაში საქართველოს მიერ პარალელური ღონისძიების დასპონსორების საკითხთან დაკავშირებით.

 

პარალელური ღონისძიების თემაა “Universal Health Coverage and Sexual and Reproductive Health and Rights (SRHR)”.

 

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია IPPF მუშაობს სწორედ SRHR-ის საკითხებზე. საქართველოს მისიას აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს. კერძოდ, გასულ წელს IPPF-თან თანამშრომლობით, გაიმართა ორი ღონისძიება გერმანიისა და საქართველოს სახელით, რომელიც დაეთმო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში SRHR-ის საკითხებს. 

 

აღსანიშნავია, რომ WHA-ის ფარგლებში პარალელური ღონისძიების ჩატარების საკითხი არ არის მარტივი თემა. პარალელური ღონისძიებების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე სამდივნო აწესებს ლიმიტებს. ამიტომ შემუშავებული აქვთ სააპლიკაციო ფორმა, რომლის საფუძველზეც დელეგაციები წარადგენენ წინადადებებს და შემდეგ WHA განსაზღვრავს საბოლოოდ ჩატარდეს თუ არა კონკრეტული პარალელური ღონისძიება. შესაბამისად, ჩვენი თანხმობის შემთხვევაშიც, ამ კონკრეტული ღონისძიების დასპონსორებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში WHO-ს სამდივნომ უნდა განიხილოს კონცეფცია და წინადადება და შემდეგ გვაცნობებენ შედეგს.

 

აღსანიშნავია, რომ IPPF-ი გეგმავს სხვა დელეგაციებსაც მიმართოს პარალელური ღონისძიების დასპონსორების თხოვნით (სამდივნოს მხრიდანაც წახალისებულია, რომ წინადადება პარალელური ღონისძიების ჩატარებაზე ბევრმა დელეგაციამ ერთობლივად წარადგინოს და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ინიციატივას, მით უფრო მეტი შანსია დაკმაყოფილდეს აპლიკაცია). მთავარ პარტნიორად შვედეთს მოიაზრებენ.  

 

გთხოვთ, გაეცნოთ დანართის სახით წარმოდგენილ კონცეფციას და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გვაცნობოთ პარალელური ღონისძიების დასპონსორების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სალომე სუპატაშვილი

 

 

 

Division for the United Nations

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

 

4 Chitadze Street, Tbilisi, Georgia, 0108

Tel:  (+995 32) 2945000 (ext.18-04)

 

gerbi