| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Mariam Darakhvelidze; Ekaterine Adamia; Ketevan Goginashvili |
| Subject : | FW: Switzerland - asylum |
| Cc : | Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 29.06.2018 13:31 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება შვეიცარიის კონფედერაციაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზით (მათ შორის, ონკოლოგია, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვ.), საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის გაზრდილ მოთხოვნას.
2018 წელს საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნაზე განაცხადების რაოდენობამ 440 შეადგინა (2017 წელს იანვარი-მაისის პერიოდში - 190). აღნიშნულის გათვალისწინებით შვეიცარია არ გამორიცხავს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.
მიმდინარე წლის 5 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან ზემოხსენებულ საკითხზე. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით მივაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ (იხ. დანართი). ამასთან, ვინაიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება მეტადონის პროგრამაში ჩართვის სირთულე, გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში დეტალურად წარმოადგინოთ ინფორმაცია მეტადონის ჩანაცვლებითი პროგრამის ხელმისაწვდომობის თაობაზე.
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული მეილი და მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია მიმდინარე წლის 3 ივლისისთვის.
დანართის სახით დამატებით გიგზავნით საგარეო საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 17 აპრილის №01/15865 წერილს, რომელშიც დეტალურადაა ასახული შექმნილი ვითარება.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
From: Victoria Baikova [mailto:v.baikova@mfa.gov.ge]
Sent: Thursday, June 28, 2018 6:33 PM
To: Nino Gakharia
Cc: Salome Shapakidze
Subject: Switzerland - asylum
ნინო, მაიკო,
როგორც იცით, უკანასკნელ პერიოდში შვეიცარიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. მხოლოდ წელს საქართველოდან განაცხადების რაოდენობამ 440 შეადგინა (შარშან იანვარი-მაისის პერიოდში 190 განცხადება იყო). აღნიშნულთან დაკავშირებით შვეიცარია შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვლება (და სტატისტიკის მიხედვით აშკარაა რომ არ იცვლება და თვეში 100-მდე განაცხადი რეგისტრირდება), იძულებული იქნება, წამოწიოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი, პირველ ეტაპზე ეროვნულ დონეზე მაინც.
შვეიცარული მხარე განსაკუთრებულ წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ არსებული ტენდენციების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა შორის უმრავლესობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების მქონე პირია (ონკოლოგია, ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და ა.შ.). მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას ასეთი მოქალაქეების თავშესაფრის არცერთი მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია, იგი იძულებულია ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო არ გააძევოს ქვეყნიდან მსგავსი პრობლემების მქონე პირები და სამედიცინო დახმარება გაუწიოს მათ. აღნიშნული პირები მკურნალობის პერიოდში ოჯახის წევრებთან ერთად (ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით) იმყოფებიან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით. შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციით ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს, შესაძლოა საქართველოში მათი მკურნალი ექიმები აძლევდნენ რეკომენდაციას შვეიცარიაში გამგზავრებასთან, იქ მკურნალობასთან და შესაძლოა, ამ მიზნით თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოდან ტრადიციულად ასევე დიდია ისეთი თავშესაფრის მაძიებელთა მომართვები, რომლებიც არიან ნარკოდამოკიდებულნი და შვეიცარიში მეტადონის ჩანაცველბითი თერაპიის პროგრამებში ერთვებიან, რადგან საქართველოში შეზღუდული აქვთ წვდომა მსგავსი ტიპის პროგრამებზე.
აღნიშნულ საკითხზე 5 ივლისს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულია ჩვენი ელჩი. შეხვედრისთვის ვამზადებთ დეტალურ ინფორმაციას გატარებული ღონისძიებების შესახებ და კარგი იქნება, თქვენგან მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია შვეიცარიელების „დასაწყნარებლად“.
1) მაიკო, თქვენგან გვაქვს ინფორმაცია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, რა მესიჯები შეგვიძლია გავაჟღეროთ? რამდენად არის იმის ალბათობა, რომ ექიმები ურჩევენ პაციენტებს შვეიცარიაში მკურნალობას? ასევე, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ დეტალური ინფორმაცია მეტადონის პროგრამის შესახებ, რათა დავარწმუნოთ, რომ მასში ჩართვა არის მარტივი?
2) ნინო, თქვენი კუთხით დამატებით რა შეგვიძლია ვუთხრათ? ხომ არ განიხილავდით ვიზიტის განხორციელებას ან მაგალითად, რომელიმე ქვეყნიდან პოლიციის ატაშეს მიერ გადაფარვას? რეადმისიის მხრივ რა მდგომარეობაა შვეიცარიასთან? როგორც თქვენგან ვიცი, ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაზე უარი გვითხრეს და ამას „ვუსაყვედურებთ“.
დიდი მადლობა წინასწარ,
ვიკა