| From : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | FW: batumi_congress |
| Received On : | 14.02.2018 08:23 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი
საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი
ხათუნა ჩაჩავა
მობ: +995 599 542969
ტელ: +995 32 2510041 (0810)
From: Ivane Chkhaidze [mailto:ivanechkhaidze@evex.ge]
Sent: Tuesday, February 13, 2018 6:03 PM
To: Khatuna Chachava
Subject: batumi_congress
ქ-ნო ხათუნა,
როგორც თქვენთვის ცნობილია 2018 წლის 28-20 ივნისს ბათუმში იმართება საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მე-6 საერთაშორისო კონგრესი. წინასაწარი მონაცემებით მასშ მონაწილეობას მიიღებს
1000-მდე ექიმი საქართველოდან და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. კონგრესის უცხოელ სპიკერთა სია მოიცავს 41 ექიმს 29 ქვეყნიდან და 4 კონტინენტიდან, მათ შორის უმრავლესობა თავის სფეროში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია.
კონგრესის ერთ-ერთი სიმპოზიუმის სათაურია „ჯანმრთელობის დაცვა და რესპირაციული ჯანმრთელობა მსოფლიოში და რეგიონის ქვეყნებში“. ამ სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახეთის (ყაზახეთის
ეროვნული სამედიცინო ცენტრის დირექტორი, პარლამენტის წევრი), ბელორუსიის (ბელორუსიის პრეზიდენტის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის დირექტორი), რუმინეთის (რუმინეთის რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი, რუმინეთის პულმონოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი) და საქართველოს
(ბ-ნი ამირან გამყრელიძე) წარმომადგენლები. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება,თუ ბ-ნი დავითი გამონახავს დროს და მოხსენებით წარდგება ამ სიმპოზიუმზე. კონგრესის ფორმატით გათვალისწინებულია 30 წუთიანი პრეზენტაცია (25 პრეზენტაცია, 5 წუთი კითხვები). პრეზენტაციის თემატიკა
- როგორც ბ-ნი დავითი გადაწყვეტს. სიმპოზიუმი ჩატარდება სასტუმრო შერატონის დარბაზში „კამელია“, რომელიც უდიდესი საკონფერენციო სივრცეა საქართველოში და იტევს 500 დელეგატს. თარიღი - შაბათი, 30 ივნისი, დრო: 08:30
ჩვენთვის ასევე დიდი პატივი იქნება,თუ ბ-ნი დავითი გამონახავს დროს მონაწილეობას მიიღებს კონგრესის გახსნაში ხუთშაბათშს, 28 ივნისს, საღამოს 8 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში.
პატივისცემით,
ი.ჩხაიძე