| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | Fwd: თხოვნა ინფორმაციის მოწოდებაზე |
| Received On : | 23.05.2018 15:45 |
| Attachments : |
ქალბატონო ნატო,
გწერთ მთავრობის ადმინისტრაციიდან პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში.
რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ყველა სამინისტროს პოლიტიკის და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა განხორციელებაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტების საჭიროებების შეფასება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მათი გადამზადება და თანამედროვე სტანდარდებთან შესაბამისი უნარების გამომუშავება. ექსპერტებმა უკვე ჩაატარეს თქვენს შესაბამის თანამშრომლებთან ინტერვიუები. დამატებით, ამ ეტაპზე გვაინტერესებს ზუსტი ინფორმაცია ამ დეპარტამენტებში კადრების შედინება-გადინების სიხშირეზე.
კერძოდ, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: 1) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამანეტის; 2) სოციალური დაცვის დეპარტამენტის; 3) ჯამრთელობის დაცვის დეპარტამანეტის თანამშრომლების:
· ახლანდელი რაოდენობა;
· შედინება-გადინების რაოდენობა 2015 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით.
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია მოგვაწოდოთ პარასკევს, 25 მაისს, სამუშაო დღის ბოლომდე.
პატივისცემით,
|
გიორგი ბობღიაშვილი მრჩეველი M: +995 598423100 T: +995 322 2990900, 2014 |
|