From : Ekaterine Meshveliani <emeshveliani@mfa.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : Fwd: პრესრელიზი
Received On : 22.01.2018 11:08



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: <emeshveliani@mfa.gov.ge>
Date: 22 January 2018 at 12:03:55 GMT+1
To: <tbakradze@moh.gov.ge>
Subject: პრესრელიზი


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო მონაწილეობას იღებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 142-ე სესიაში, რომელიც მიმდინარეობს ქ. ჟენევაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში.

აღმასრულებელი საბჭო განიხილავს სამუშაო პროგრამით განსაზღვრულ საკითხებს, მათ შორის, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ 2019-2023 წლების ორგანიზაციის ზოგადი სამუშაო პროგრამის პროექტს.

სესიის პირველ სამუშაო დღეს, დავით სერგეენკომ, აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ორგანიზაციის ახლად არჩეულ დირექტორთან, დოქტორ ტედროს გებრიესუსთან, გამართულ ინტერაქტიულ დიალოგში. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.

მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სესიის ფარგლებში ორგანიზებულ პარალელურ ღონისძიებაში.

სესია, დღის წესრიგის თანახმად, 6 დღიანია და დასრულდება 27 იანვარს.

აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკო აღმასრულებელ საბჭოში, როგორც არჩეული წევრი, უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2017 წელს. აღმასრულებელი საბჭო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველი ორგანოა და შედგება 34 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლისაგან.
Sent from my iPhone