| From : | Beka Peradze <b.feradze@gmail.com> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | Fwd: ღია მმართველობა |
| Cc : | Tamar Barkalaia; Elza Jgerenaia |
| Received On : | 25.05.2018 13:42 |
ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) ახალი სამოქმედო გეგმის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესრულების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ის მე-40 მუხლის მიხედვით „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა[...]“.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი საქმიანობს ღიაობის პრინციპის გათავლისწინებით და მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით შრომის ინსპექტირების პროცესისა და მისი შედეგების პროაქტიული გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვადებში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ანგარიშს შრომის უსაფრთოხების კუთხით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ, შესაბამისი სტატისტიკისა და ანალიზის მითითებით, რაც კიდევ უფრო ზრდის დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიღების შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განხორციელდეს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულ რეჟიმში საჯარო ინფორმაციის განთავსება ინტერნეტ პლატფორმაზე.
პატივისცემით,
ბექა ფერაძე