| From : | Tengiz Tsertsvadze <tengizt@gol.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | Fwd: წიგნის თავის პუბლიკაცია_National Hepatitis C Elimination Program of Georgia |
| Cc : | tengizt@gol.ge |
| Received On : | 15.05.2018 18:32 |
ქალბატონო სოფო,
მოგახსენებთ, რომ ქ. ათენის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი Angelos Hatzakis გეგმავს გამოსცეს წიგნი „Epidemiology, Prevention, Management and Elimination of Hepatitis C".
აღნიშნული წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: პირველი ნაწილი ეხება C ჰეპატიტის ზოგად ასპექტებს, ეპიდემიოლოგიასა და პრევენციას, მეორე - C ჰეპატიტის მენეჯმენტს, ხოლო მესამე - C ჰეპატიტის ელიმინაციას.
პროფესორმა Hatzakis-მა და წიგნის გამომცემლობა Springer-მა შემომთავაზეს აღნიშნული წიგნისთვის მოვამზადო თავი სახელწოდებით: „National Hepatitis C Elimination Program of Georgia“. თავის მოცულობა და ფორმატი ლიმიტირებულია და უნდა შემოვიფარგლოთ ძირითადი შედეგების ჩვენებით.
ვფიქრობთ, ამ გამოცემაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს პირველი გამოცემაა HCV ინფექციის ელიმინაციასთან დაკავშირებით და ქვეყნებიდან შეტანილია მხოლოდ საქართველო, შოტლანდია და ავსტრალია.
ა.წ. 14 მაისს ჩვენ იმეილით გავუგზავნეთ ბ-ნ დავითს დრაფტი და ვთხოვეთ თანხმობა აღნიშნული თავის პუბლიკაციასა და ბ-ნ დავითის თანაავტორობაზე, აგრეთვე თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მოეწოდებინა შენიშვნები. რაზეც ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
რამდენადაც თავის წარდგენის ვადა 20 მაისამდეა, გთხოვთ თქვენს დახმარებას, რათა ბ-მა მინისტრმა განიხილოს აღნიშნული საკითხი და გვაცნობოს (ან თქვენ გვაცნობოთ) თავისი გადაწყვეტილება.
გიგზავნით წიგნის თავის დრაფტს.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე
-------- Original Message --------
| Subject: | წიგნის თავის პუბლიკაცია_National Hepatitis C Elimination Program of Georgia |
|---|---|
| Date: | 2018-05-14 11:18 |
| From: | Tengiz Tsertsvadze |
| To: | dsergeenko@moh.gov.ge, davidsergeenko@yahoo.co.uk |
| Cc: | tengizt@gol.ge |
ბატონო დავით,
მოგახსენებთ, რომ ქ. ათენის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი Angelos Hatzakis გეგმავს გამოსცეს წიგნი „Epidemiology, Prevention, Management and Elimination of Hepatitis C".
აღნიშნული წიგნი შედგება სამი ნაწილისგან: პირველი ნაწილი ეხება C ჰეპატიტის ზოგად ასპექტებს, ეპიდემიოლოგიასა და პრევენციას, მეორე - C ჰეპატიტის მენეჯმენტს, ხოლო მესამე - C ჰეპატიტის ელიმინაციას.
პროფესორმა Hatzakis-მა და წიგნის გამომცემლობა Springer-მა შემომთავაზეს აღნიშნული წიგნისთვის მოვამზადო თავი სახელწოდებით: „National Hepatitis C Elimination Program of Georgia“.
გიგზავნით დრაფტს. გთხოვთ თანხმობას აღნიშნული თავის პუბლიკაციაზე და თქვენს თანაავტორობაზე. მადლობელი ვიქნებით, თუ შეძლებიდაგვარად მოკლე დროში მოგვაწვდით თქვენს შენიშვნებს.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე