From : Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge>
To : Mariam Darakhvelidze
Subject : Fwd:
Cc : Sopo Belkania
Received On : 12.04.2018 12:06

       ქალბატონო  მარინა,   მინისტრის  დავალების  სესაბამისად,   რეგულირების  სააგენტოში   გავეცანით    შვეიცარიის  კონფედერაციის   იუსტიციისა  და  პოლიციის   დეპარტამენტის   მიგრაციის   ბიუროს  ნაშრომს   და  წარმოვადგენთ  ჩვენს   პოზიციას/დამოკიდებულებას   რეგულირების  სააგენტოსთან   დაკავსირებით   დაფიქსირებულ   საკითხზე.  "დანარჩენი  როგორც  ტექტშია".  :)
 
     საუკეთესო  სურვილებით,  გია  თვალავაძე
-----Original Message-----
From: "Nino Khutsishvili"
To: "Gia Tvalavadze"
Date: Thu, 12 Apr 2018 15:47:33 +0400
Subject:


 

          შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს, ანალიზის განყოფილების დოკუმენტთან (,,ფოკუსი-საქართველო. ჯანმრთელობის დაცვის რეფორმა: სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები და სამედიცინო დაზღვევa“) დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა დოკუმენტის დედანში წაკითხვის. იმ შემთხვევაში, თუ თარგმანი სწორია, დოკუმენტის 37-ე გვერდზე, რეგულირების სააგენტოს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები (,, საქართველოს სახალხო დამცველი აკრიტიკებდა 2017 წელს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (State Regulation Agency for Medical Activities), რომ პაციენტების საჩივრები ჯანმრთელობის დაცვის პროგრამასთან (UHC) დაკავშირებით დროში ჭიანურდება და რომ განმცხადებლებს არ უსმენენ ჯეროვნად“) წარმოადგენს სახალხო დამცველის ანგარიშის არასწორ ინტერპრეტაციას, რაც ასევე, დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც, სატელეფონის საუბრისას და შეგვპირდა, რომ თავის პოზიციას მოგვაწოდებს ელექტრონული ფოსტითაც.