From : sjarmelishvili <sjarmelishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; gtvalavadze@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Nato Dolidze; pbukia@moh.gov.ge; tjikia@moh.gov.ge; lmelikidze@moh.gov.ge; mmachavariani@moh.gov.ge; nshengelidze@moh.gov.ge
Subject : GMP/GDP - ინსპექტორის შერჩევა
Cc : nshashiashvili@moh.gov.ge
Received On : 24.04.2018 06:14
Attachments :

პატივცემულო კოლეგებო, წარმოგიდგენთ ინფორმაციას, GMP/GDP - ინსპექტორთა შერჩევის პირველადი შედეგების შესახებ: განაცხადების მიღება დასრულდა 22 აპრილს. წარმოდგენილია 15 განაცხადი. კომისიის წევრებმა (პ.ბუკია, ლ.მელიქიძე, თ.ჯიქია, მ.მაჭავარიანი, ნ.შენგელიძე, ნ.დოლიძე) განიხილეს აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ძირითადი მოთხოვნები ( შესაბამისი განათლება, სამუშაო გამოცდილება და ინგლისური ენის ცონდა) კანდიდატებმა ვერ დააკმაყოფილეს. შესაბამისი განათლება და ფარმაცევტულ საწარმოში მუშაობის გამოცდილება აქვს 2 კანდიდატს (დავით პეტრიაშვილი და მელანო აბესაძე), თუმცა ენის ცოდნა შეფასებული აქვთ „საშუალოდ“. კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაციით გადამოწმებულ იქნა მათი შეფასება და განმარტეს, რომ ვერბალური კომუნიკაცია არ შეუძლიათ ინგლისურ ენაზე. 3 კანდიდატს (თეა გურაბანიძე, სოფია მაღულარია და ნათია ლომიძე), რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება, მაგრამ არ აქვთ სამუშაო გამოცდილება, ინგლისური ენის ცოდნის დონე შეფასებული აქვთ „ძალიან კარგი“ / „თავისუფლად“. დანართი სახით წარმოგიდგენთ კანდიდატების შესახებ მოკლე ინფორმაციას. გთხოვთ, თქვენს წინადადებებს და მოსაზრებებს. პატივისცემით, სოფიო ჯარმელიშვილი კადრების სამმართველოს უფროსი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მობ.: 577535325 მის.: საქართველო, 0119, თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი,144