| From : | Tea Jikia <tjikia@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | GMP training |
| Cc : | Mariam Darakhvelidze |
| Received On : | 25.04.2018 11:30 |
სოფო, მოგესალმები,
კონკურსის შედეგების შესახებ მოგეხსენება, მიუხედავად ამისა, ზაფხული გვიახლოვდება და საორგანიზაციო საკითხები ალბათ უკვე მოსაგვარებელია, ამ შედეგების მიუხედავად. დღეს მარინას ვესაუბრე და რამდენიმე კითხვა გვაქვს, რომლის გარკვევაშიც ალბათ მარიანი უნდა დაგვეხმაროს.
მოცემულობა შემდეგია:
ტრენინგი დანიაში იწყება 17 ივნისს და გრძელდება 30 ივნისამდე.
ტრენინგზე დასაშვებია დაესწროს 20 მონაწილე (20 კაცზე ფარმაკონის სასტუმრო დაჯავშნილია), განსაზღვრულია 12 მონაწილე - მარეგულირებლის მხრიდან, ხოლო 8 - კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
შენი დახმარება გვესაჭიროება მარიანთან კომუნიკაციის გზით, რომ დაზუსტდეს:
1) 1. ვინ უზრუნველყოფს სააგენტოდან 12 ადამიანის მგზავრობასთან და დღიურ სარგოსთან დაკავშირებულ ხარჯებს: ჯანმო-ს წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ მათი დაფინანსება შესაძლებელია მოხდეს 8 კომპანიის მიერ გადახდილი ტრენინგის საფასურიდან;
2.
ჯანმო
მიიჩნევს (ასე თქვეს), რომ
კომპანიების 8
წარმომადგენელმა თავად უნდა
უზრუნველყოს
ტრენინგში მონაწილეობის
ყველა ხარჯის დაფარვა:
მგზავრობა და ასევე
დაახლოებით
4000-5000 ევრო, როგორც ტრენინგის
საფასური;
3. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კერძო კომპანიების წარმომადგენლებს ეძლევათ ტრენინგის გავლის საშუალება უნდა სავარაუდოდ გამოქვეყნდეს, ასევე აუცილებელი იქნება მათთვის ინფორმაციის მიწოდება ტრენინგის ღირებულების და სხვა პირობების შესახებ;
4) გასარკვევია, რომელ თარიღამდე უნდა იყოს მათი მონაწილეობის თანხები გადახდილი, ვის უნდა გადაუხადონ, რომელ ანგარიშზე ჩარიცხონ; თუ ჯანმო აპირებს ჩვენი 12 თანამშრომლის დაფინანსებას ამ თანხით, ალბათ ეს დროულად უნდა მოხდეს, რათა საკმარისი დრო იყოს ბილეთების შესაძენად და დღიური სარგოს ჩასარიცხად;
5) სავარაუდოდ მონაწილეობის მიღების სურვილი შესაძლოა მეტ კომპანიას ჰქონდეს, ამიტომ გასარკვევია რა პრინციპით უნდა მოხდეს მათი შერჩევა, მარინას იდეის მიხედვით, სამინისტროს IT -ის თანამშღომლებმა უნდა შექმნან პორტალი, სადაც ამ კომპანიებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ, ხოლო თანხის გადახდის შემდეგ რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად, რეგისტრაცია გაგრძელდება 8 ადგილის შევსებამდე (ანუ ვინც მოასწრებს);
6) ნებისმიერი პრინციპის შერჩევის მიუხედავად ეს ინფორმაცია და შესაბამისი წესები უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე (იყო მოსაზრება, რომ წერილობით ვაცნობოთ კომპანიებს, თუმცა შესაძლოა ვინმე გამოგვრჩეს და მათთგან პრეტენზია წამოვიდეს - ჩვენ რატომ არ გვითხარითო) - ინფორმაცია ალბათ მალევე უნდა დაიდოს; შესაძლებელია დამატებით ასოციაციებს გავაგებინოთ, რომ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა კერძო სექტორისთვის საინტერესო ინფორმაცია და ვთხოვოთ რომ მაქსიმლურად გაავრცელონ;
7) გასარკვევია, როდის უნდა გავუგზავნოთ ჯანმოს მონაწილეთა სრული სია - თანამშრომლებიც და კერძო სექტორიც - იმისათის, რომ მათ მიეცეს შემდგომი პროცედურების განხორციელების საშუალება, დააზუსტონ რამდენს იხდის კერძო სექტორი, რომელ ანგარიშზე, რა არის დედლაინი, ამის გარეშე კერძო სექტორთან ვერ ვიწყებთ მუშაობას.
მოკლედ,
ეს საკითხები ნამდვილად
გასარკვევია, უკვე ცოტა
დრო გვრჩება. წინასწარ დიდი
მადლობა.
თეა