საბჭოს პატივცემულო წევრებო,
მოგეხსენებთ, რომ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების GF-H/ET/S-537 თანახმად ქ-ნ ქეთევან ჩხატარაშვილი (დამოუკიდებელი ექსპერტი), ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, მუშაობს საქართველოს 2019-2022 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე.
დანართის სახით გიგზავნით აივ სტრატეგიის ჩარჩოს, ასევე სტრატეგიის მომზადების ეტაპებსა და ვადებს.
აქვე გაცნობებთ, რომ აივ-ის სტრატეგიის ჩარჩო განიხილა და დადებითად შეაფასა პოლიტიკისა და ადვოკატირების კომიტეტმა 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე.
მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ მოწოდებული დოკუმენტი და მოგვაწოდოთ თქვენი კომენტარი, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, სასურველია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 2 აპრილის 17:00 საათისა. მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან.
პატივისცემით,
ნათია ხონელიძე