From : Salome Supatashvili <ssupatashvili@mfa.gov.ge>
To : Sopo Belkania; Elza Jgerenaia; Maia Nikoleishvili
Subject : HRC resolution on right to work
Cc : Tea Maisuradze <tmaisuradze@mfa.gov.ge>; Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Ani Gabrichidze <agabrichidze@mfa.gov.ge>
Received On : 06.03.2018 13:28
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ 26 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით, ქ. ჟენევაში, მიმდინარეობს გაერო-ს ადამიანის უფლებათა  საბჭოს 37-ე სესია.

 

აღნიშულთან დაკავშირებით, გიგზავნით ეგვიპტის, საბერძნეთის, ინდონეზიის, მექსიკისა და რუმინეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტს: Right to work.

აქვე გაცნობებთ, რომ წინა რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე  საქართველოს დასპონსორებული აქვს ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე. რეზოლუცია კონსესუსით იქნა მიღებული.

გთხოვთ, განიხილოთ რეზოლუციის ტექსტი და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, გვაცნობოთ პოზიცია მისი თანასპონსორობისა (რეზოლუციის ტექსტზე მიერთება) და კენჭისყრის შემთხვევაში, კენჭისყრაზე დასაფიქსირებელი პოზიციის თაობაზე 9 მარტს, სამუშაო დღის ბოლომდე.

წინასწარ დიდი მადლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

სალომე სუპატაშვილი

 

Division for the United Nations

Department of International Organizations

Ministry of Foreign Affairs of Georgia

 

4 Chitadze Street, Tbilisi, Georgia, 0108

Tel:  (+995 32) 2945000 (ext.18-04)

 

gerbi