საბჭოს
პატივცემულო
წევრებო,
გიზიარებთ
სტატიას, რომელიც ეხება ზიანის შემცირებასა და თანასწორგანმანათლებელთა მხარდაჭერაზე დაფუძნებულ
C
ჰეპატიტის მკურნალობას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის. სტატია სულ ახლახან გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოცემაში - „ International Journal of Drug
Policy“.
სტატიაში განხილული საპილოტე პროექტი
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თბილისში განხორციელდა „მსოფლიო ექიმების“ (Médecins
du Monde)
მიერ სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორთან“ და კლინიკა „ნეოლაბთან“ აქტიური თანამშრომლობით.
საპილოტე პროექტის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ზიანის შემცირებასა და თანასწორთა კონსულტირება/თანხლებაზე დაფუძნებული მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოზიდვის, აქტიური ჩართულობის, მკურნალობის პროცესში უკეთესი დამყოლობის
უზრუნველყოფისა და პაციენტთა ქცევის გაუმჯობესების კუთხით ვირუსით ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მოდელი უკვე წარმატებით დაინერგა ზუგდიდსა და გორში; მომავალში იგეგმება აღნიშნული მიდგომის კიდევ ორ რეგიონში გაფართოვება. მინდა აქვე დავაფიქსირო ჩვენი მზაობა
მხარი დავუჭიროთ და ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან მოდელის დანერგვის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს აღნიშნული სამიზნე ჯგუფის ჩართულობა
C ჰეპატიტის მკურნალობაში.
სტატიაზე წვდომა ასევე შესაძლებელია ბმულზე:
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0955395917303432
პატივისცემით,
თამარ ბორცვაძე
Tamar Bortsvadze
Advocacy Coordinator
Médecins du Monde (MdM) / Doctors of the World
46 Gutani Street, Tbilisi 0144, Georgia.
Tel: (995 32) 2 74 56 77; Mob: (995 596) 776 776
E-mail: advocacy.georgia@medecinsdumonde.net