| From : | Tamar.Gvenetadze@bmi.gv.at |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | Meeting - 28.02.18, 16.00 |
| Cc : | Karlheinz.Gortano@bmi.gv.at |
| Received On : | 26.02.2018 10:49 |
კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო სოფო,
როგორც ტელეფონზე მოგახსენეთ, ავსტრიის პოლიციის ატაშეს, კარლჰაინც გორტანოს (Karlheinz Gortano)
სურს წარმოგიდგინოთ გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი კრისტიან გრუტკე (Christian Gruttke, გერმანიის საელჩოს სამართლებრივი და საკონსულო განყოფილების
თანამშრომელი).
შეხვედრის თემა იქნება გერმანიის საელჩოსთან მომავალი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ფორმები და ა.შ, ისევე როგორც ეს ხორციელდება ავსტრიის საელჩოსთან.
საუბრის ენა: ინგლისური ან გერმანულ-ქართული (ჩემი დახმარებით)
თუ შესაძლებელია, რომ შეხვედრა შედგეს, ოთხშაბათს, 28.02.2018 წ., 16 საათზე (ან თქვენთვის სასურველ დროს, ამ შემთხვევაში უნდა შევათანხმო ორივე მხარესთან).
დიდი მადლობა წინასწარ დახმარებისათვის და თანამშრომლობისათვის
პატივისცემით,
თამარ გვენეტაძე