| From : | gsimongulashvili@gmail.com |
| To : | Sopo Belkania; Nato Dolidze; sphruidze@justice.gov.ge; n.purtskhvanidze@mrdi.gov.ge; idakhundaridze@mfa.gov.ge; p.tatarashvili@mof.ge |
| Subject : | Meeting on Civil Service Review |
| Received On : | 08.01.2018 15:56 |
მოგესალმებით და გილოცავთ შობა-ახალ წელს,
UNDP-ის საჯარო სამსახურის რეფორმის ცვლილებების მართვის პროექტის ფარგლებში ვახორციელებთ საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვას. შესაბამისად, გვსურს თქვენთან ერთად განვიხილოთ მიმდინარე მდგომარეობა და პროცესები. ამასთან ერთად, გვსურს განვახორციელოთ შემუშავებული ცვლილებების მართვის გეგმების მიმოხილვა.
თხოვნა გვაქვს, რომ თავდაპირველად შევძლოთ თქვენთან ერთობლივად შეხვედრა და პროექტის შემდეგი ეტაპების განხილვა. შესაბამისად, გვსურს, რომ დაგპატიჟოთ GEC-ის ოფისში მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს, 10 იანვარს 11:00 საათზე. თუ ეს დრო მისაღები არ არის თქვენთვის, გთხოვთ, შემოგვთავაზოთ თქვენთვის სასურველი დრო.
მადლობა წინასწარ და საუკეთესო სურვილებით,
გიორგი
PS. ჩვენი მისამართია ფალიაშვილის ქუჩა #37/2 მეოთხე სართული (ფალიაშვილის და არაყიშვილის კვეთაზე).