მოგესალმებით ქალბატონო სოფია,
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია გადმომცა სოფო ბელქანიამ. ვინაიდან, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები ჩემი საკურატორო სფეროა, დიდი სიამოვნებით შეგხვდებით ამ მეტად აქტუალურ და მნიშნელოვან საკითხზე სასაუბროდ. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩემს თანაშემწეს, თინათინ წერეთელს 599517818 და შეათანხმოთ შეხვედრის თარიღი და დრო.
პატივისცემით,
Maia Lagvilava, MD, MHA
Deputy Minister
144 A. Tsereteli ave.
0119 Tbilisi, Georgia
Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)
E-mail: mlagvilava@moh.gov.ge
-----Original Message-----
From: Sopo Belkania
Sent: Monday, June 11, 2018 8:25 PM
To: Maia Lagvilava
Subject: FW: თხოვნა
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
-----Original Message-----
From: Sofia Kuhn Natriashvili [mailto:sofia.kuhnnatriashvili@meduniwien.ac.at]
Sent: Sunday, June 10, 2018 9:40 PM
To: Sopo Belkania
Subject: თხოვნა
მოგესალმებით ქალბატონო სოფო
მე ტელეფონით გესაუბრეთ იანვარში. ბატონმა ზურა ორჯონიკიძემ დამაკავშირა
თქვენთან. მაშინ თქვენ შემომთავაზეთ წერილობით გამომეგზავნა ინფორმაცია
ჩემს შესახებ და ბატონ სერგეენკოსთან შეხვედრის მიზნები.
გიგზავნით წერილს და დიდი მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი სურვილები და მიზნები
შედეგს გამოიღებს.
პატივცემულო დავით სერგეენკო
მე გახლავართ სოფია ქუნ-ნატრიაშვილი, 13 წელიწადია ვცხოვრობ ავსტრიაში და
ვმუშაობ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიულ
განყოფილებაში.
მოკლედ მოგახსენებთ ჩემს შესახებ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პედიატრიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 2001 წლიდან ვმუშაობდი
თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიის კათედრაზე. ვარ
საქართველოში ლიცენზირებული ნევროლოგი. 2005 წელს გავემგზავრე ავსტრიაში და
დიპლომის ნოსტრიფიცირების შემდეგ მუშაობა განვაგრძე ბავშვთა და მოზარდთა
ფსიქიატრიაში. ვარ ავსტრიაში ლიცენზირებული ბავშვთა და მოზარდთა
ფსიქიატრ/ნევროლოგი.
ამავდროულად უკვე მეშვიდე წელია ვარ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროს
წარმომადგენელი და მოზარდებს ვუწევ კონსულტაციას ვენის სასჯელაღსრულების
დეპარტამენტში. ამით ხაზს ვუსვამ სხვა მიმართულებებთან ერთად, ჩემს საკმაოდ
დიდ გამოცდილებას ისეთ ფსიქიურ აშლილობებში, როგორიცაა, მაგალითად,
სოციალური ქცევის დარღვევა (აგრესია, მოზარდთა დელიქვენტური ქცევა,
კრიმინალიზმი, ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება), მიდრეკილება
სუიციდებისა და თვითდაზიანებებისკენ, მოსაზღვრე დაავადებები, დეპრესიული
სინდრომი და ა.შ.
როგორც ბავშვთა და მოზარდთა ქართულ-ავსტრიული ნეიროფსიქიატრიული ცენტრის
მოწვეული ექიმი, 2017 წლიდან რეგულარულად ჩამოვდივარ თბილისში და
შედარებით კარგად გავეცანი საქართველოში არსებულ პრობლემებს ამ დარგში.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს შევიტანო ჩემი წვლილი და ევროპული გამოცდილება
ამ მიმართულებით და შეძლებისდაგვარად დავუდგე მხარში ქართულ მედიცინას.
ერთი თვის წინ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული
ასოციაცია, რომელსაც საკმაოდ დიდი და საინტერესო გეგმები აქვს
საერთაშორისო ასპარეზზე.
ცნობილია, რომ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიური აშლილობები სულ უფრო და უფრო
მზარდ და რთულ ხასიათს იღებს. ცხოვრების დონისა და სოციალურ-ეკონომიკური
განვითარებით ევროპასთან მიახლოებით საქართველოში ფსიქიური დარღვევების
გამოვლინებების რისკი კიდევ უფრო იზრდება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ჩემი
ევროპელი კოლეგების თანადგომა, გამოცდილება და მონდომება ძალიან დაეხმარება
ქართულ ფსიქიატრიას ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიური აშლილობების
დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში.
მე არ მსურს მხოლოდ წერილობით გადმოგცეთ ჩემი საქმიანობისა და
პროფესიონალიზმის შესახებ. ამიტომ გთხოვთ თქვენთან შეხვედრას და პირადად
გასაუბრებას.
დიდი მადლობა წინასწარ
კეთილი სურვილებით
სოფია ქუნ-ნატრიაშვილი