From : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
To : Nato Dolidze
Subject : RE: საკვალიფიკაციო მოთხოვნები
Cc : Sopo Belkania
Received On : 04.04.2018 13:58
Attachments :

პირველი ვარიანტი გავუშვათ:

 

1)      სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

 

 

From: Nato Dolidze
Sent: Wednesday, April 04, 2018 5:42 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Sopo Belkania
Subject:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

თამუნა

 

კვლავ მივიღეთ რეკომენდაცია ბიუროს მხრიდან, გვაქვს რეალურად ორი ვარიანტი სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით:

 

1)      სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

2)      ეკონომიკის ან სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

 

დიდხანს ვიკამათეთ, რომ პირველი ჩანაწერი იქნება ძალიან ზოგადი და შერჩევის პროცესში შეგვიშლის ხელს, ასევე ბუნდოვანი იქნება თვითონ კანდიდატებისთვის რა სახის გამოცდილებაზეა საუბარი. მეორე ვარიანტიდან  ფინანსები და ბუღალტერია ამომაღებინეს, ასევე ზედმეტად მიიჩნიეს მენეჯმენტი რადგან 2 წლიანი მუშაობა ხელმძღვანელ თანამდებობაზე ისედაც გულისხმობს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებასო.

 

სიმართლე გითხრათ მგონია, რომ ზედმეტად იჭრებიან ჩვენს კომპეტენციაში თუმცა მათი თანხმობის გარეშე სამწუხაროდ ვერ ვაცხადებთ კონკურს.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ნატა დოლიძე

 

ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  + 995 599 500747

 

MOH 1 Logo-GEO