From : Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : RE: შინაგანაწესი
Received On : 04.04.2018 11:53
Attachments :

      სოფო, გიგზავნი  შესადარებლად  მეილზე წარმოდგენილ პროექტის ვერსიასა და ჩვენი წერილის გათვალისწინებით წარმოდგენილ პოზიციას პროექტთან დაკავშირებით.

 

1.       მეილზე წარმოდგენილი პროექტით:

 

მუხლი 5.  მივლინება

სამსახურებრივი მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა  მივლინების წესის განსაზღვრის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 7 აგვისტოს N01-176/ ბრძანებით.

 

  ჩვენს მიერ გადმოგზავნილი წერილის თანახმად:

 

,, მე-5 მუხლში მიზანშეწონილია გაკეთდეს ზოგადი ჩანაწერი, რომ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდებასაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომელთა და სამინისტროს სისტემის ზოგიერთი თანამდებობის პირთა  მივლინების წესის განსაზღვრის შესახებსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული ბრძანების რეკვიზიტების ცვლილება არ გახდეს შინაგანაწესში ცვლილების განხორციელების საფუძველი.

 

 

 

2.     მეილზე წარმოდგენილი პროექტით:

 

მუხლი 10. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

1. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და სამუშაო დროის განმავლობაში გასვლის ან/და სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, აღნიშნული შეათანხმოს უშუალო უფროსთან და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაუგზავნოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს და ასევე, უშუალო ხელმძღვანელს.

2. საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების დაწესებულებების ან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე (6 კლასი) მყოფი ბავშვი, შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისათვის, ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებითუნდა წარადგინონ განცხადება (უშუალო ხელმძღვანელის რეზოლუციით) და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი

3. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეს, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად უწევს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება ან/და სამუშაო დროის განმავლობაში გასვლა ან/და სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით  მიაწოდოს აღნიშნული ინფორაცია (საჯარო მოსამსახურეთა სია)

4. ყოველი კვირის  ბოლოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველო აწარმოებს აღრიცხვას  საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში გამოუცხადებლობის, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების, სამუშაო დროის განმავლობაში გასვლისა და სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შესახებ

5. ყოველი კვირის ბოლოს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განხორციელებული აღრიცხვის  შედეგად გამოვლენილი გარემოებები, რომლის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს, ეგზავნება შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანებით გამოცხადების, სამუშაო დროის განმავლობაში გასვლის, სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის სემთხვევაში დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ საქმე გადაეცემა შიდა აუდიტის დეპარტამენტს შემდგომი ქმედებისათვის.

 

ჩვენს მიერ გდმოგზავნილი წერილის თანახმად:

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია გადახედილ იქნეს მე-10 მუხლი, მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის კუთხით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

,,მუხლი 10. სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი

1. თანამშრომლის არასამსახურეობრივი დანიშნულებით სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების ან/და სამუშაო დროის განმავლობაში გასვლის ან/და სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლის შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან სხვა მის ხელთ არსებული საშუალებით აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს და მის უშუალო ხელმძღვანელს.

2. საჯარო მოსამსახურეს, რომელსაც ჰყავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე (6 კლასი) მყოფი ბავშვი, შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს და წარუდგინოს ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი

3. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომლის დაქვემდებარებულ საჯარო მოსამსახურეს, სამსახურებრივი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად უწევს სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება ან/და სამუშაო დროის განმავლობაში გასვლა ან/და სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა, ვალდებულია ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს მიაწოდოს აღნიშნული საჯარო მოსამსახურეთა სია შესაბამისი დასაბუთებით.

 4. ყოველი კვირის  ბოლოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველო აანალიზებს თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზომიერების დინამიკას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით საჭიროებისამებრ, აწვდის ინფორმაციას შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის თაობაზე.

5. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის, დაგვიანებით გამოცხადების, სამუშაო დროის განმავლობაში გასვლის, სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლისას, შესაბამისი კურატორი დეპარტამენტის  ხელმძღვანელთან შეთანხმების შემდეგ საკითხი ეგზავნება შიდა აუდიტის დეპარტამენტსშემდგომი ქმედებისათვის.“.

 

პატივისცემით,

              ირმა

 

From: Sopo Belkania
Sent: 4 April, 2018 04:04
To: Irma Kitiashvili
Cc: Natia Khmaladze ; Shorena Okropiridze ; Nato Dolidze
Subject: RE: შინაგანაწესი

 

ირმა თუ შეგიძლია რომ მომწერო კონკრეტულად რომელი შენიშვნა არ იქნა ასახული?

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO

 

From: Irma Kitiashvili
Sent: Wednesday, April 4, 2018 2:39 PM
To: Sopo Belkania
Cc: Natia Khmaladze; Shorena Okropiridze
Subject: RE:
შინაგანაწესი

 

  სოფო მოგესალმები,

 

 

იურიდიული დეპარტამენტის  პოზიცია,  შინაგანაწესთან დაკავშირებით  მოწოდებულია  2017 წლის 17 ოქტომბრის N01-22480 წერილით, რაც  თქვენს მიერ  წარმოდგენილ რედაქტირებულ ვერსიაში არ არის ასახული.

 

 

პატივისცემით,

 

საუკეთესო სურვილებით,

 

ირმა ქიტიაშვილი

 

 

 

From: Natia Khmaladze
Sent: 28 March, 2018 13:26
To: Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Irma Kitiashvili <ikitiashvili@moh.gov.ge>
Subject: Fwd: შინაგანაწესი

 

---------- Forwarded message ----------
From: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Date: Mar 28, 2018 20:27
Subject:
შინაგანაწესი
To: Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>,"'Marina Darakhvelidze (mdarakhvelidze@moh.gov.ge)'" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>,Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>,Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>,Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>,Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>,Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>,Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>,Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>,Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>,Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>

მოგესალმებით,

 

გიგზავნით სამინისტროს შინაგანაწესის რედაქტირებულ ვერსია. გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენდამი დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის აღნიშნული პროექტის გაცნობა და წარმომიდგინოთ თქვენი და თქვენი თანამშრომლების შენიშვნები და წინადადებები არაუგვიანეს ა.წ. 4 აპრილისა.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO