| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| Subject : | RE: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა |
| Cc : | Sopo Belkania; Mariana Mkurnali |
| Received On : | 11.04.2018 06:48 |
| Attachments : |
ანა მოგესალმები,
19 აპრილის ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან დაესწრებიან შემდეგი წარმომადგენლები:
1. მარინა დარახველიძე - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი;
2. ქეთევან გოგინაშვილი - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი;
3. ნათია ნოღაიდელი - ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი;
4. ელზა ჯგერენაია - შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
5. ლიკა კლიმიაშვილი - შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი;
6. ნინო ოდიშარია - სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი;
7. თეა გვარამაძე - სოციალური დაცვის დეპარტამენტის პენსიებისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი;
8. ნინო ჯინჯოლავა - სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მ.შ.
ხოლო, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან:
9. ეთერ ყიფიანი - სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი;
10. ნანა მებონია - ქრონიკული დაავადებების სამმართველოს უფროსი, არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტი;
11. ლილე მალანია - ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის უფროსი, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი;
12. დავით წერეთელი - ნოზოკომიური, აღმოცენებადი, წყლით და საკვებით გადაცემადი დაავადებების და პარაზიტოლოგიის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტი;
13. ანა ტატულაშვილი - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე რეაგირებისა და მზადყოფნის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;
14. ნინო (ნუკი) მაღლაკელიძე - თამბაქოს კონტროლის ჯგუფის უფროსი, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
15. ნანა ქავთარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.
პატივისცემით,
მაიკო
From: Ana Shaishmelashvili [mailto:ashaishmelashvili@mfa.gov.ge]
Sent: Tuesday, April 10, 2018 4:19 PM
To: Elza Jgerenaia
Subject: RE: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა
ძვირფასო კოლეგებო,
ყველას მადლობას გიხდით, ვინც უკვე გაგვცა პასუხი 19-ის ღონისძიებისა და ასევე, 12-ის მოსამზადებელ შეხვედრაზე დამსწრეთა თაობაზე, ვისაც არ უპასუხია, ძალიან გთხოვთ, ამის ცოდნა (ახლა უკვე ორივე დღის დამსწრეების ერთნაირად) უკვე ძალიან საჩქარო და აუცილებელია ჩვენთვის, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
გიგზავნით დღის წესრიგის ჩასწორებულ ვარიანტს დროის მითითებით. რელევანტურ უწყებებს, გთხოვთ, ჩაასწოროთ, ან დაგვიდასტუროთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში წარმოსადგენი საკითხებისათვის გამოყოფილი დროის ლიმიტები. აგრეთვე, შესაბამისმა უწყებებმა გთხოვთ მიუთითოთ სპიკერები თქვენს საკითხებში.
მინდა გითხრათ, რომ დღის წესრიგში გამორჩენილი იყო მე-12 საკითხი - სოციალურ დიალოგზე. გთხოვთ, ამ შესწორების გათვალისწინებას და აღნიშნული საკითხის მომზადებას.
რაც შეეხება მე-13 და მე-14 საკითხებისთვის დათმობილ დროს, მოცემული ლიმიტი გადმოტანილია წინა ღონისძიების დღის წესრიგიდან, მაგრამ როგორც პრაქტიკიდან მახსოვს, მათ მაშინაც უფრო ნაკლები დრო დასჭირდა. თქვენი სურვილის და საჭიროების მიხედვით, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ან არა ჩვენი შემოთავაზება (იხ. ფრჩხილში).
გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა
From: Ana Shaishmelashvili
Sent: Tuesday, April 10, 2018 10:17
To: ejgerenaia@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge; n.kavtaradze@ncdc.ge; nodisharia@moh.gov.ge; Kakha Khandolishvili <kkhandolishvili@mes.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nino Berianidze <nberianidze@economy.ge>; Natia Gabitashvili <ngabitashvili@mes.gov.ge>; Irakli Kokaia <ikkokaia@gmail.com>; Tamta Zaalishvili <tamtazaali@gmail.com>; nnogaideli@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; 'nodisharia@moh.gov.ge' <nodisharia@moh.gov.ge>; 'gchichinadze@moesd.gov.ge' <gchichinadze@moesd.gov.ge>
Subject: EU-Georgia Sub-Committee Clusters 6_მონაწილეთა სია_მოსამზადებელი შეხვედრა
ძვირფასო კოლეგებო, ქრისტე აღსდგა,
მოგესალმებით ყველას,
შეგახსენებთ 19 აპრილს თბილისში დაგეგმილი ქვეკომიტეტის VI ქვეჯგუფის - „დასაქმება, სოციალური პოლიტიკა და თანაბარი შესაძლებლობები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ - მე-3 სხდომის მოსამზადებელი შეხვედრის თაობაზე, რომელიც გაიმართება 12 აპრილს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში (ოთახს ზუსტად დამატებით გაცნობებთ). ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრაზე დასწრება, აუცილებელია ყველა სპიკერისათვის, რომლებიც დაფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. გთხოვთ, დღეს, სამუშაო დღის ბოლომდე, მოგვაწოდოთ შეხვედრაზე დამსწრეთა სია.
კიდევ ერთხელ ყველას ძალიან გთხოვთ, რომ დავიცვათ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ინფორმაციის მოწოდების დათქმული ვადა - სხდომაზე წარმოსადგენი პრეზენტაციებისა (PowerPoint-ში) ხვალ, 11 აპრილს, 18:00 საათამდე.
როგორც იცით, ქვეკომიტეტის სხდომა უკვე 1 კვირაშია და ჩასატარებელი დარბაზის დასაქირავებლად, უკვე აუცილებლად გვჭირდება 19 აპრილის სხდომაზე დამსწრეთა დაზუსტებული სიაც.
როგორც ვთქვით, რადგანაც აღნ. ქვეკომიტეტის მე-3 სხდომა თბილისშია, არის საშუალება, რომ მას უფრო მეტი ადამიანი დაესწროს, (მაგალითად, ისინი, ვინც უშუალოდ არ ფარავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მაგრამ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, შესაძლოა პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს), მთავარია, ყველას ვინაობა წინასწარ ვიცოდეთ.
გმადლობთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანა შაიშმელაშვილი
Anna Shaishmelashvili
Chief Specialist
EU Assistance Coordination and Sectoral Integration Department
Ministry of Foreign Affairs of Georgia
0118 Georgia, Tbilisi, Sh.Chitadze str.4
Cell: (+995) 577 10 20 18
E-mail: a.shaishmelashvili@eu-nato.gov.ge