From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Gocha Javakhishvili <gjavakhishvili@mfa.gov.ge>
Subject : RE: Hotel booking request from MoLHSA
Cc : Sopo Belkania; Mariana Mkurnali
Received On : 16.02.2018 14:21

ბატონო გოჩა,

 
დიდი მადლობა. როგორც აღვნიშნეთ, კარგი იქნება თუ სასტუმროს ღირებულება 134 ევროს ფარგლებში იქნება, დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, მაგრამ ვინაიდან, პარიზში ამ ფასის სასტუმროების ხარისხი დაბალია ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ რის მოწოდებასაც შეძლებთ.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

საუკეთესო სურვილებით,

 
მაიკო
-----Original Message-----
From: Gocha Javakhishvili
To: Maia Nikoleishvili
Cc: "sbelkania@moh.gov.ge" , "mmkurnali@moh.gov.ge"
Date: Fri, 16 Feb 2018 11:47:35 +0000
Subject: RE: Hotel booking request from MoLHSA

გამარჯობა მაიკო,

 

გმადლობთ წერილისთვის. როგორც სატელეფონო საუბრისას გითხარით საელჩოს რამდენიმე სასტუმროსთან გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, მაგრამ ფასდაკლება 15-20 პროცენტს არ აღემატება. გამოგიგზავნით რამდენიმე სასტუმროს ინტერნეტ ბმულს, რომ თავადვე ნახოთ მითითებული ადგილმდებარეობის მიხედვით. დადგენილი ნორმა 135 ევროიანი პერდიემი იგულისხმეთ სასტუმროსთვის ალბათ, თუ სხვა ბიუჯეტია? ამის ცოდნა დაგვეხმარება ფასებთან მიმართებაში გავაკეთოთ ოპტიმალური არჩევანი.

 

ელჩს გადავეცი უკვე ეს ინფორმაცია. ასევე გიდასტურებთ, რომ მინისტრისა და დელეგაციის დახვედრის, გაცილების და კონფერენციის ადგილამდე და უკან გადაადგილებას უზრუნველვყოფთ საელჩოს რესურსით.

 

პატივისცემით

 

გოჩა ჯავახიშვილი

დესპანი

 

From: Maia Nikoleishvili [mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge]
Sent: vendredi 16 février 2018 11:
29
To: Gocha Javakhishvili
Cc: sbelkania@moh.gov.ge; mmkurnali@moh.gov.ge
Subject: Hotel booking request from MoLHSA

 

ბატონო გოჩა , მოგესალმებით ,

 

როგორც მოგახსენეთ , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო სამინისტროს დელეგაციასთან ერთად 11-15 აპრილს გეგმავს პარიზში ვიზიტს ღვიძლის დაავადებების საერთაშორისო კონგრესში (International Liver Congress 2018) მონაწილეობის მიზნით .

გთხოვთ , მოგვაწოდოთ ქალაქის ცენტრში , მათ შორის , ეიფელის , სანტ ჟერმენის , ლუვრის , ოპერის , ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების ვარიანტები მისაღებ ფასად . უმჯობესია ჩავეტიოთ დადგენილი ნორმის ფარგლებში , თუმცა სასტუმროს ხარისხი არანაკლებ მნიშვნელოვანია და შესაბამისად , განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს .

Check in: 11 April, Check out: 15 April. გვესაჭიროება სამი სტანდარტული ნომერი .
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის .

 

პატივისცემით ,

 

მაიკო

 

 

Maia Nikoleishvili MPA

Chief Specialist of International Relations Division

HR Management and International Relations Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
144 Tsereteli ave., 0159 Tbilisi, Georgia
Tel.: +995 32 2510034 (0803)
Cell phone: +995 577272713
E-mail: mnikoleishvili@moh.gov.ge



Email secured by Check Point