| From : | Nato Dolidze <ndolidze@moh.gov.ge> |
| To : | Nino Okhanashvili <nokhanashvili@gmail.com> |
| Subject : | RE: info |
| Cc : | Sopo Belkania |
| Received On : | 04.06.2018 08:02 |
| Attachments : |
ნინო გამარჯობა,
მე დავესწრები ჩვენ მიერ დაგეგმილ HR - ის ტრეინინგებს და ამის შემდეგ ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას, სხვა სამსახურში გადასვლის გამო. აქედან გამომდინარე მინდა მაქსიმალურად ბევრი საკითხი დავტოვო გარკვეული. რაც შეეხება ჩვენს შეფასების ფორმას კარგი იქნება თუ მაქსიმუმ 11 ივნისს გვექნება, რომ მეც ვნახო. ასევე მინდა გთხოვო რაც შეგიძლია ახლოს დავნიშნოთ შეხვედრა კომპეტენციების შესაფების შესახებ (შეგვიძლია ტრეინინგის დასრულებისას ჩვენ განვაგრძოთ ამაზე საუბარი) ასევე ჩვენი მხრიდან უნდა დაკორექტირდეს დამტკიცებული პროცედურა შეფასების და უნდა შევცვალოთ შუალედური შეფასების თარიღი, რომელზეც ასევე დამოკიდებულია კომუნიკაციის ტრეინინგი. (ვფიქრობთ შუალედური შეფასება სექტემბერში ჩავნიშნოთ).
მადლობა
საუკეთესო სურვილებით,
ნატა დოლიძე
ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ეფექტურობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 599 500747
From: Nino Okhanashvili [mailto:nokhanashvili@gmail.com]
Sent: 30 May, 2018 12:53
To: Nato Dolidze
Cc: Sopo Belkania
Subject: Re: info
ნატა,
ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის.
გიგზავნი შეფასების განახლებულ სახელმძღვანელოს. undp-მ დაასრულა ჩვენი სახელმძღვანელოების გაერთიანება და ისიც მოგვცემს , შესაძლოა უფრო სრულყოფილს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვერსია გამოგადგებათ.
რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს/კითხვებს:
1. ფორმებს გადავხედავ და დაგიბრუნებთ უკუკავშირს (პარასკევიდან 6 ივნისამდე არ ვიქნები თბილისში , მანამდე ვერ შევძლებ, შესაბამისად 6-ის კვირაში მოგწერთ აუცილებლად)
2. კომუნიკაციის ტრენინგი დავგეგმოთ ივლისის პირველ ან მეორე კვირაში
3. კომპეტენციების განსახილველად შევხვდეთ ასევე 6-ის შემდეგ
4. HR-ის ტრენინგი დავტოვოთ როგორც შეთანხმებული გვაქვს
პატივისცემით,
ნინო