From : Tamar Beridze <tberidze@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : Re: ლიტვის დელეგაცია
Cc : Mariana Mkurnali
Received On : 17.04.2018 10:52
Attachments :

 

მოგესალმები სოფო,

 

თქვენი დავალების შესაბამისად, რომელიც ეხება ლიტვის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შეზღუდული შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის დამდგენი სამსახურის დირექტორის ბატონ მანფრედას ჟიმანტასის ვიზიტს საქართველოში, გაცნობებთ, რომ ლიტვის დელეგაციას შეხვდებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია,  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მ/შ ნინო ჯინჯოლავა და პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე.

ასევე ვესაუბრე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს  გია თვალავაძეს, რომელმაც დამიდასტურა, რომ დელეგაციის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ქვემოთ ჩამოთვლილი თანამშრომლები, კერძოდ:

  1. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე - თემურ პირველაშვილი;
  2. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე - პაატა ბუკია;
  3. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი;
  4. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე როლანდ მებურიშვილი;
  5. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ - ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ლია მელიქიძე.

ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილი - 5 მაისის თარიღები, რომელიც მითითებულია აღნიშნულ წერილში ყველასათვის მისაღებია. ასევე, გამოთქმულ იქნა შემდეგი მოსაზრებები, კერძოდ:

  1. არის თუ არა შესაძლებელი ლიტვის მხარემ მოგვაწოდოს მათთვის სასურველი ის კონკრეტული საკითხები, რომელთა განხილვაც მიზანშეწონილად მიაჩნია ვიზიტის ფარგლებში;
  2. ერთ კვირიანი ვიზიტის გათვალისწინებით მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოხდება მათთან შეხვედრები თუ ამ პერიოდში სხვა დაწესებულებებშიც? რათა ჩვენს მიერ განისაზღვროს დღის წესრიგი, კერძოდ: დელეგაციის სამუშაო შეხვედრები, სადილისა და ლანჩის გათვალისწინებით;
  3. ასევე სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ სამუშაო შეხვედრებისა და იმ კონკრეტული საკითხების გათვალისწინებით, რომელიც მოწოდებული იქნება მათ მიერ, შესაძლებელია შეხვედრა ჩაინიშნოს ასევე მინისტრის მოადგილესთან - თამილა ბარკალაიასთან;

რაც შეეხება, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ქალბატონი მარინა დარახველიძის მონაწილეობის საკითხს, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მარინა დარახველიძე არ თვლის საჭიროდ შეხვედრაში ჩართულობის აუცილებლობას.


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამატებით გაცნობებთ, რომ მითითებული თარიღებისა და ლიტვის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით სათითაოდ ვესაუბრე ყველა თანამშრომელს, რათა ამომწურავად მქონოდა ინფორმაცია იყო თუ არა მათთვის ხელსაყრელი დრო მიმდინარე წლის 30 აპრილი 5 მაისი.

 

 


პატივისცემით,

 

თამარ ბერიძე

 

 

       ადამიანური რესურსების მართვისა და

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

 

მობ: 555 37 37 47

 

 


From: Sopo Belkania
Sent: Monday, April 16, 2018 7:12 PM
To: Tamar Beridze
Cc: Mariana Mkurnali
Subject: ლიტვის დელეგაცია
 

გამარჯობა თამუნა,

 

როგორ ხარ?

 

დამიკავშირდა ლიტვაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მაცნობა, რომ ლიტვის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ-ი შეზღუდული შესაძლებლობებისა და შრომისუნარიანობის დამდგენი სამსახურის დირექტორს ბატონ მანფრედას ჟიმანტასს სურს ვიზიტი განახორციელოს საქართველოში და შეხვდეს კოლეგებს გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით. დელეგაციაში იქნება 4-5 ადამიანი, ვიზიტის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 1 კვირა. პირველ ეტაპზე აინტერესებთ თარიღი როდის შეიძლება, რომ ჩამოვიდნენ და ვინ შეიძლება უმასპინძლოს ლიტვის დელეგაციას.

 

აღნიშნული ინფორმაცია მივაწოდე სოციალური დაცვის და ჯანდაცვის დეპარტამენტს (რომელიც დაუკავშირდა რეგულირებას).

 

ნუციმ მომაწოდა შემდეგი თარიღი (30 აპრ - 05 მაისი). მაგრამ არ ვიცი მასთან ერთად ვინ დაესწრება შეხვედრებს.

 

მარინამ მითხრა რომ რეგულირებიდან დაესწრება:

·         თემურ  პირველაშვილი (კურატორი   მოადგილე), 

·         ნინო  ხუციშვილი -

·         როლანდ  მებურიშვილი კონტოლის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელი  და  მოადგილე - ???? (სახელი და გვარი აკლია).

·         ლია  მელიქიძე -  ანალიზის  დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.~

 

ხვალ დღის ბოლომდე საელჩოს ინფორმირებისათვის გთხოვ მომაწოდო სრული სია (სახელი გვარი და პოზიცია) თუ ვინ დაესწრება, კიდევ ერთხელ რომ გადაამოწმო და რამდენად ნუცის მიერ მოწოდებული თარიღი მისაღებია დანარჩენებისთვის. ასევე მარინა დარახველიძემ გამოთქვა სურვილი დასწრების, სადაც ნუცი ჩამთვლის საჭიროდო და ესეც რომ გაარკვიო.

 

დიდი მადლობა.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

MOH 1 Logo-GEO