From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : Re: ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა
Received On : 26.03.2018 12:08
Attachments :

ლაშა კილაძეს, მაია ლაგვილავას, მარინა დარახველიძეს და გია თვალავაძეს გადაუგზავნე რა.

Sent from my iPhone

On Mar 26, 2018, at 15:10, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით,

 

გაცნობებთ, რომ 27 მარტს, 17:00 საათზე, ჩაინიშნა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა.

 

საბჭოს სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

 

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

 

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულების პროექტი;

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წევრთა არჩევის წესის პროექტი;

-         ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მოდალობებთან დაკავშირებით უწყებათა მიერ გამოთქმულ მოსაზრებათა ცხრილი;

-         ცენტრის მოდალობების შესახებ უცხოელი ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა;

 

ე.წ. „დოზების კანონპროექტი“

 

-         „დოზების კანონპროექტი“;

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2018 წლის 22 იანვრის სხდომაზე განხილულ საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც სამთავრობო უწყებებმა, ისე - არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობებთან დაკავშირებით.

 

-         იხილეთ ინტეგრირებული ცხრილი (6 დანართთან ერთად), რომელშიც ასახულია საქართველოს ეროვნული ნარკოპლატფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები;

 

სხდომა გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პირველი სართულის პირველ სათათბირო ოთახში.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

 

 

<დღის წესრიგი - 27.03.2018.docx>
<მონიტორინგის ცენტრის დებულება.docx>
<არჩევის წესი.docx>
<უწყებათა შენიშვნები მონიტორინგის ცენტრზე.docx>
<დოზების კანონპროექტი.docx>
<დანართი 2_პროკურატურა.docx>
<დანართი 3 _ სისხლის სამართლის კოდექსი.docx>
<დანართი 4 _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.docx>
<დანართი 5 _ ნარკოტიკების კანონი.docx>
<დანართი 6 - ნარკოტიკული დანაშაულის კანონის - სნეპ - 26.12.2017.docx>
<დანართი 1_ ჯანდაცვა.docx>