From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
Subject : Re: შიდსის პროგრამის დანაზოგი
Cc : admin.ccm@caucasus.net; Sopo Belkania
Received On : 11.01.2018 10:57

თანახმა ვარ

Sent from my iPhone

On Jan 11, 2018, at 12:01, Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> wrote:

მოგესალმებით ბატონო დავით,

მინდა გაცნობოთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოგვმართა, თქვენთან და საბჭოს შემადგენლობასთან შემდეგი საკითხის შეთანხმების თხოვნით:

როგორც მოგეხსენებათ, გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შიდსის პროგრამის განხორციელების პირველი წელიწადნახევრის პერიოდში (2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) პროგრამული აქტივობების დაფინანსებისა და შესაბამისი შესყიდვების განხორციელების შემდგომ დაგროვდა მნიშვნელოვანი დანაზოგი (დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობით)

აღნიშნული თანხის ასათვისებლად დარჩენილი ვადა რეპროგრამირებისა და შემდგომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად მომსახურების შესყიდვის ვადების გათვალისწინებით წარმოადგენს 1 კალენდარულ წელს (2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით).

რეპროგრამირების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვუნილი ცენტრი გეგმავს  ელექტრონულად მიიღონ  პირველადი წინადადებები აღნიშნული თახნის სრულად ან ნაწილობრივ ასათვისებლად გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით. პირველადი წინადადებების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება აივ ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენის გაუმჯობესებასა და მაღალი რისკის პოპულაციების პრევენციული პროგრამებით მოცვის გაფართოების შესახებ განაცხადებს. მათ შორის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით ნიმ-ების გეოგრაფიული მოცვის გაუმჯობესების ინოვაციურ წინადებებს.

 წარმოდგენილ წინადადებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს პროგრამის ძირითადი ამოცანების და გლობალური ფონდის ბიუჯეტის გაიდლაინების მიხედვით და ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოზე წარგენამდე განიხილავენ  საკონსულტაციო შეხვედრაზე. 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საკითხს შევათანხმებთ საბჭოს სრულ შემადგენლობასთან.

პატივისცემით,

ირინა