| From : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| To : | Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> |
| Subject : | Re: EECA Constituency Member |
| Cc : | Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 02.02.2018 06:38 |
მოგესალმებით
ბატონო დავით,
როგორც მოგეხსენებათ
გლობალური ფინონდის აღმასრულებელ საბჭოში (Board)
წარმოდგენილი არის ეგრეთ წოდებული
Constituencies
, (წარმომადგენლობები), საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლობას სხვა 21 ქვეყანასთან ერთად. საქართველოს მხარეს ჩვენს
Constituency-ში წარმოადგენდნენ ბატონი არჩილ თალაკვაძე და ქალბატონი ირმა ხონელიძე. ბატონი არჩილი გახლდათ აღმასრულებელი
საბჭოს წევრი,
ხოლო ქალბატონი ირმა ძირითადი საკონტაქტო პირი. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ადვოკატირებისა და პოზიცირების თვალსაზრისით ქვეყანას ჰყავდეს წარმომამდგენლობაში თავისი დელეგატები.
აქვე ავღნიშნავ, რომ წარმომადგენლები, უნდა იყვნენ სხვადასხვა სექტორიდან: ერთი სამთავრობო, ხოლო მეორე სამოქალაქო სექტორიდან.
საკითხი უკვე შეთანხმდა ქვეყნის საკოორდინაციო
საბჭოს 88-ე სხდომაზე სადაც წევრებს სამდივნომ განუცხადა, რომ მოახდენდა მათთან კომუნიკაციას კანდიდატების შერჩევის თაობაზე.
ამრიგად როგორც ზემოთ მოგახსენეთ საკოორდინაციო საბჭოს სამთავრობო და სამოქალაქო სექტორმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვისი
წარდგენა მოხდება ქვეყნიდან.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქალბატონ ირმა ხონელიძეს უკვე აქვს მათთან მუშაობის გამოცდილება,
ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად რომ სამთავრობო სექტორიდან მისი წარდგენა მოხდეს? თუ თქვენ თანახმა ბრძანდებით ქალბატონ ირმას კანდიდატურაზე, სამდივნო მოახდენს საბჭოს დანარჩენ წევრებთან კომუნიკაციას. ასევე მივმართავთ სამოქალაქო სექტორს, რათა მათ იმსჯელონ და მოახდინონ
თავიანთი სექტორიდან კანდიდატის წარდგენა.
პატივისცემით,
ირინა