| From : | Zaza Avaliani <avalianizaza@yahoo.com> |
| To : | David Sergeenko; gamkrelidzea@gmail.com; tengizt@gol.ge; aids@gol.ge; khatunatod3009@gmail.com; azoidze@parliament.ge; kkhandolishvili@mes.gov.ge; ktsikhelashvili@smr.gov.ge; i.javakhadze@mof.ge; tdemurishvili@moc.gov.ge; Irina Grdzelidze |
| Subject : | Re: FW: EECA Constituency Member |
| Cc : | nlomtadze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; zviadzviadadze@yahoo.co.uk; oabuladze@moc.gov.ge; Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net |
| Received On : | 14.02.2018 05:34 |
მოგესალმებით საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ გლობალური ფონდის აღმასრულებელ საბჭოში (Board) წარმოდგენილი არის ეგრეთ წოდებული წარმომადგენლობები (Constituencies) , საქართველო მიეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლობას სხვა 21 ქვეყანასთან ერთად. საქართველოს მხარეს წარმოადგენდნენ ბატონი არჩილ თალაკვაძე და ქალბატონი ირმა ხონელიძე. ბატონი არჩილი გახლდათ აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ხოლო ქალბატონი ირმა ძირითადი საკონტაქტო პირი (Focal Point). ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ადვოკატირებისა და პოზიცირების თვალსაზრისით ქვეყანას ჰყავდეს წარმომამდგენლობაში თავისი დელეგატები. აქვე ავღნიშნავ, რომ წარმომადგენლები, უნდა იყვნენ სხვადასხვა სექტორიდან: ერთი სამთავრობო, ხოლო მეორე სამოქალაქო სექტორიდან.
საკითხი უკვე შეთანხმდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს 88-ე სხდომაზე სადაც წევრებს სამდივნომ განუცხადა, რომ მოახდენდა მათთან კომუნიკაციას კანდიდატების შერჩევის თაობაზე.
ამრიგად როგორც ზემოთ მოგახსენეთ საკოორდინაციო საბჭოს სამთავრობო, ისევე როგორც სამოქალაქო სექტორი უნდა შეთანხმდეს თუ ვისი წარდგენა მოხდება ქვეყნიდან.
გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქალბატონ ირმა ხონელიძეს აქვს გლობალური ფონდის აღმასრულებელ საბჭოში მუშაობის გამოცდილება, ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად რომ სამთავრობო სექტორიდან მისი წარდგენა მოხდეს? გთხოვთ დააფიქსიროთ საწინააღმდეგო მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში და წარმოადგინოთ ალტერნატიული კანდიდატურა არაუგვიანეს 20 თებერვლის 18:00 საათისა. საწინააღმდეგო მოსაზრების არარსებობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოს სამთავრობო სექტორის მიერ. კანდიდატის დამტკიცება მოხდება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რის შემდგომაც მოხდება მისი გლობალური ფონდის აღმასრულებელი საბჭოს Constituency- ში წარდგენა.
ასევე მივმართავთ სამოქალაქო სექტორს, რათა მათ იმსჯელონ და მოახდინონ თავიანთი სექტორიდან კანდიდატის წარდგენა.
პატივისცემით,
ირინა