From : Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania;Nino Odisharia; Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili
Subject : Re: REMINDER: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა
Cc : Maia Lagvilava; Tamar Barkalaia
Received On : 13.03.2018 10:56

სოფო სალამი,


 გადავხედე ვალდებულებებს და წინაპირობებს, გთავაზობ მოკრძალებულ მოსაზრებებს:

ტექსტში მოცემული  ზოგიერთი საკითხი უკვე  შესრულებულებულია, მაგ. "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი სამივე მოსმენით არის  მიღებული და პრეზიდენტის ხელმოწერას ველოდებით. რაც  შეეხება სფეროებს, 2019 წლის სექტემბერიდან დაგეგმილია კანონის მოქმედების  სფეროების გაფართოება.

გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არასწორია ზოგადად  კომპანიების მიხედვით თითოეული  განხორციელებული ინსპექტირებისშესახებ  ანგარიშის ხელმისაწვდომობა, თუმცა ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს დაუშვა, რაც თავად ILO -ის მიდგომას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მხოლოდ  არაიდენტიფიცირებული სახით, მხოლოდ სტატისტიკას  (დარღვევების შესახებ  რეგიონების, სფეროების, ბიზნესის  მოცულობის და ა.შ.  მიხედვით ) გამოქვეყნების ვალდებულებას აკისრებს ქვეყანას. რაც შეეხება წარმოდგენილ  გამოცდილებას ლატვიის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების შესახებ, ძირითად გასაჯაროვებას ექვემდებარება ის კომპანიები, სადაც არალეგალური დასაქმების, ტრეფიკინგის  შემთხვევებია დაფიქსირებული და NAME and SHAME პრინციპით  უდგებიან.  


 ვინაიდან უკვე  დაგროვდა პრაქტიკა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოგვიწევს ანგარიშების გამოქვეყნება პერსონალური მონაცემების დაფარვის გზით.




რაც შეეხება წინაპირობების შესრულებას: 


(1) უზრუნველყოფილი იქნეს სპეციალური ინტერნეტ პორტალის შექმნა; (2018 წლის დეკემბერი) -   ამისთვის ინსპექტირების პროგრამაში  ცვლილებები უნდა განხორციელდეს, თუმცა შესაძლოა  ვერ მოესწროს მითითებულ ვადაში, უფრო სწორი იქნებოდა, 2019 წლის სექტემბერი-ოქტომბერი-  პორტალის შემუშავების რეალისტური ვადად აგვეღო.


შესაბამისად დაკორექტირდეს შემდგომი წინაპირობების ვადები -  (2) განხორციელდეს უკვე არსებული ინფორმაციის შესაბამის პლატფორმაზე განთავსება და პლატფორმის ამოქმედება; (2019 წლის მარტის ნაცვლად,  2019 წლის  ნოემბერი-დეკემბერი); 


მესამე წინაპირობის ვადასთან დაკავშირებით დარჩეს უცვლელად ვადა -  (3) დაიგეგმოს შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები; (2019 წლის დეკემბერი).



 კეთილი სურვილებით,


ელზა 


From: Sopo Belkania
Sent: Tuesday, March 13, 2018 11:44 AM
To: Nino Odisharia; Elza Jgerenaia; Marina Darakhvelidze
Cc: Maia Lagvilava; Tamar Barkalaia
Subject: REMINDER: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა
 

მოგესალმებით,

 

გთხოვთ დღეს დღის ბოლომდე მომაწოდოთ თქვენი კომენტარები.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Friday, March 9, 2018 10:35 AM
To: Tamuna Barkalaia (tbarkalaia@moh.gov.ge)
Subject: FW: OGP
ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა

 

მოგესალმებით,

 

 

გაცნობებთ, რომ  იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობამ დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. 2018 წლის 17-19 ივლისს თბილისში იმართება ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მეხუთე გლობალური სამიტი, რომელსაც საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, მასპინძლობს. სწორედ ამ ღონისძიებაზე იგეგმება ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა.

 

როგორც წესი, ახალი გეგმის შემუშავების დასაწყისში ფორუმის წევრ სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით. 3 ასეთი რეკომენდაცია, რომელიცფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსგანმიიღეს ქვევით არის მოცემული, პასუხისმგებელ უწყებად მოიაზრებენ  ჯანდაცვის სამინისტროს. გთხოვთ, იხილეთ თანდართული დოკუმენტი:

-         რეკომენდაცია 1 - გვ. 11-18 -  MoH, როგორც წამყვანი პასუხისმგებელი უწყება

-         რეკომენდაცია 2 - გვ. 19-24 – MoH, როგორც წამყვანი პასუხისმგებელი უწყება

-         რეკომენდაცია 3 - გვ. 25-28 -  MoH, როგორც წამყვანი უწყების დამხმარე/ჩართული უწყება).

 

მომავალი კვირის დასაწყისისთვის უნდა გავუგზავნოთ სამინისტროს  პოზიცია თუ რამდენად შესაძლებელია ეს ვალდებულება აიღოს ჯანდაცვის სამინისტრომ OGP-ის მომდევნო გეგმის ფარგლებში.

 

ასევე, უნდა მივწეროთ  „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“  წარმომადგენლებთან შეხვედრით და ამ რეკომენდაციების დეტალური განხილვით დაინტერესებულები ვართ თუ არა.

 

თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეს.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232