From : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze; Amiran Gamkrelidze Gmail
Subject : Re:
Cc : Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Tamar Barkalaia; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Avtandil Talakvadze; Maia Tabagari; Paata Imnadze
Received On : 05.06.2018 16:54
Attachments :

საღამო მშვიდობისა ბატონო ამირან

გასაგებია სიტუაცია, თუმცა (სამწუხაროდ) ბევრ კითხვას ტოვებს, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვუპასუხებთ, რადგან სურსათის უვნებლობის სამსახურმა მხოლოდ "არა-კრიტიკული შეუსაბამოებები აღმოაჩინა"…


 ამ დროს

-        - "დაზიანების მაჩვენებელი არის 91.3 % (პრაქტიკულად 100)'
  მოგეხსენებათ, კვებითი ინტოქსიკაცია ძირითადად ორი ჯგუფის მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს

  1. საკუთრივ (ამათუიმ) საკვებმა პროდუქტმა;
  2. Food Handling ის ხარვეზებმა.
  მე არ ვარ ამ დარგის ექსპერტი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ სწორედ Food Handling პრობლემა იყო და თან სამწუხაროდ ერთგვარად "ბრუტალური" - ალბათ დაწესებულების რომელიმე თანამშრომელს (Food Handler ს) თავად ქონდა სალმონელათი გამოწვეული ენტერიტი და ხელს არ იბანდა….


 მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვის შედეგად მიღებულ პროდუქტებში პროცენტულად ხინკალია ყველაზე მეტი, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ სწორედ ეს პროდუქტი გახდა ამ მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, რადგან-

 - მინიმუმ ერთ პაციენტს იგივე კლინიკა ქონდა, რაც სხვებს, თუმცა ხინკალი არ მიუღია (1წ 9 თვის ბავშვი), თუმცა სალმონელა მასთან არ არის ვერიფიცირებული, მაგრამ კლინიკა სახეზეა;

 სამწუხაროა, რომ ჩვენი სამოქმედო პორტფელი არ მოიცავს ადგილზე მოკვლევის ჩატარებას და მეტ დაზუსტებას ვეღარ მოვიპოვებთ.


ნებისმიერ შემთხვევაში, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა და იმედია ყველა მშვიდობით გაივლის მკურნალობის კურსს.

 
 

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Date: Tuesday, June 5, 2018 8:02 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, Amiran Gamkrelidze Gmail <gamkrelidzea@gmail.com>
Cc: Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>, Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>, Mikheil Dundua <mdundua@moh.gov.ge>, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>, Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>, Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>, Maia Tabagari <mtabagari@moh.gov.ge>, Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Subject: RE: Fwd:

ბატონო დავით,

 

წარმოგიდგენთ შედარებით დეტალურ ინფორმაციას  „იმერულ ეზოში“ სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის შესახებ, რომელიც შეიკრიბა ჩვენი

სამსახურებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დღეისთვის:

 

 

27 მაისს, გვიან საღამოდან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში და თბილსის ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში როგორც სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ, ასევე თვითმიმართვით გულისრევით, ღებინებით,  ფაღარათით და ცხელებით ეტაპობრივად შევიდა 19  ადამიანი, მ.შ. 1 ბავშვი.  როგორც პაციენტები აღნიშნავდნენ 27 მაისს, დაახლოებით 16 საათიდან 21 საათამდე პერიოდში სასადილოდ იმყოფებოდნენ სოფელ ნატახტართან (მცხეთის რაიონი) მდებარე რესტორანში “იმერული ეზო“.

მათივე განმარტებით საკვებად მიიღეს მრავალფეროვანი საკვები: მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი, ქაბაბი სხვადასხვა სასმელი და ა.შ. ინფორმაცია ადამიანთა ჯგუფური დაავადების შესახებ 28 მაისს ეცნობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 

ქ. თბილისის საზჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული ეპიდკვლევის მიხედვით გამოვლინდა რისკის ქვეშ მყოფი 23 ადამიანი, მათგან დაავადებული 21, ორმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა, ხოლო ჰოსპიტალიზებული იყო 19. 

28 მაისს  შუადღისთვის  მ.შ. ბოჭორიშვილის სახ. კლინიკაში ჰოსპიტალიზებული იყო 17, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში - 1, ბავშვთა ინფექციურში -1. როგორც პაციენტები აღნიშნავდნენ დაავადების კლინიკური გამოვლენა დაეწყოთ საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში. ყველა უჩიოდა შემცივნებას, მაღალ ტემპერატურას,  გულისრევას, ღებინებას და დიარეას.  პაციენტები წარმოადგენდნენ ქ. თბილისის მაცხოვრებლებს, რომლებიც დაახლოებით ერთდროულად იმყოფებოდნენ რესტორანში და იყვნენ 5 სხვადასხვა სუფრის (ჯგუფის) წევრები. დაზიანების მაჩვენებელმა შეადგინა 91,3%.

ეპიდკვლევის გაფართოების შედეგად 28-30 მაისის დღეებში რუსთავის, გორის და თბილისის ინფექციურ კლინიკებში გამოვლინდა რესტორანში ,,იმერული ეზო“ ნამყოფი სამი სხვადასხვა სუფრის წევრი თითო-თითო პაციენტი, რომელთა გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ მათთან ერთად რესტორანი იმყოფებოდა სხვა 33 პირი. განხორციელდა აღნიშნულ პირთა მოძიება და მათი სატელეფონო გამოკითხვა.

კერძოდ: 27 მაისს, რუსთავის ინფექციურ განყოფილებაში, გვიან საღამოს, ჰოსპიტალიზებულ იქნა 1 წლის და 9 თვის ბავშვი ღებინებით, დიარეით და ცხელებით. მშობლების განმარტებით ახლობლებთან ერთად (სულ 15 პირი, მათ შორის 6 ბავშვი) იმყოფებოდნენ მცხეთაში და 27 მაისს სადილად შევიდნენ ,,იმერულ ეზოში“, ბავშვს დედის განმარტებით საკვებად მიღებული აქვს სულგუნი და კარტოფილის პიურე, რომელიც ბავშვისთვის სპეციალურად  მოამზადებინეს.  30 მაისს ბავშვი გადმოყვანილ იქნა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.  ამ სუფრასთან მყოფი გამოკითხული 3 მოზრდილი აღნიშნავდა, რომ ქონდათღებინება, ფაღარათი, გულისრევა, თუმცასამედიცინოდახმარებისთვისარმიუმართავთ.

29 მაისს, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ანალოგიური კლინიკით ჰოსპიტალიზებულ იქნა 28 წლის მამაკაცი, მცხოვრები სოფ ნატახტარში, რომელიც 28 მაისს, საღამოს 19 საათის შემდგომ 14 სხვა ახლობელთან ერთად იმყოფებოდა ,,იმერულ ეზოში“. ყველანი არიან სოფელ ნატახტრის მცხოვრებნი. პაციენტს იპ ცენტრის მიერ ფეკალურ სინჯში დაუდასტურდა Salmonella spp. მცხეთის საზჯანდაცვის ცენტრის მიერ სუფრაზე მყოფი პირების მოძიებისა და გამოკითხვით გამოიკვეთა, რომ სუფრასთან მყოფი კიდევ 8 პირი აღნიშნავდა გულისრევას, ღებინებას და მსუბუქ დიარეს. სამედიცნო დახმარებისთვის არ მიუმართავთ.

30 მაისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დიარეით, გულისრევით, ღებინებით და ცხელებით სამკურნალოდ შევიდა 65 წლის ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ 27 მაისს მეგობრები (სულ იყვნენ 6) იმყოფებოდნენ წილკნის მონასტერში და საჭმელად შეიარეს ,,იმერულ ეზოში“ დღის 15 საათისთვის.  კლინიკური ნიშნები (დიარეა) გამოუვლინდა 28 მაისს დილიდან, მდგომარეობა იყო საშუალოზე მძიმე. სუფრაზე ქონდათ ხინკალი, მწვადი, სალათი, ხაჭაპური, ლიმონათი. პაციენტს ნაჭამი აქვს ხინკალი. ტელეფონით გამოკითხულ იქნენ პაციენტის მეგობრები, რომელთაგან ოთხმა განაცხადა, რომ ფაღარათი დაეწყოთ 28 მაისს, ორ მათგანს ქონდა ცხელებაც. ექიმისთვის არ მიუმართავთ. ერთმა განაცხადა, რომ ქონდა მხოლოდ სისუსტე. მეექვსე პიროვნებას ქონდა დიარეა 30 მაისს, თუმცა თვითონ აბრალებს იმავე დღით დიდი ოდენობით ბუშმალის ჭამას.

29 მაისს, დღის მეორე ნახევარში ბავშვთა ინფექციური კლინიკის ბაქლაბორატორიის მიერ 11 წლის ბავშვის ფეკალურ სინჯში დადასტურდა Salmonella spp,  ხოლო უკვე 30 მაისს განისაზღვრა გამოწვევის სეროტიპიც - Salmonella enteritidis.   

ოთხივე სტაციონარის მიერ აღებულ სხვა 12 პაციენტის ფეკალური სინჯში ასევე დადასტურდა  Salmonella spp.  ბაქტერიათა კულტურები შემდგომი შესწავლისა და იდენტიფიცირებისთვის გადმოგზავნილია დაავადებათა კონტროლის ერვნულ ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში.

31 მაისიდან დღემდე, 27 მაისს რესტორანში ,,იმერული ეზო“ მყოფ პირებიდან კლინიკებისთვის აღარავის მიუმართავს.

პაციენთა გამოკითხვით საეჭვო საკვებად გამოიკვეთა ხინკალი, რომელიც პრაქტიკულად ყველას ქონდა ნაჭამი.

ეპიდაფეთქებისას სულ სხვადასხვა სტაციონარში ჰოსპიტალიზებულია 26 პაციენტი, ხოლო გამოკითხვით ნაწლავთა მწვავე ინფექციის კლინიკური ნიშნების არსებობას უჩიოდა 17 პირი, რომელთაც სამედიცინო დახმარებისთვია არ მიუმართავთ. დაავადებულებთან ერთად ,,იმერულ ეზოში“  იმყოფებოდა სხვა 21 პირი, რომლებიც, მათივე განმარტებით არ დაავადებულან.

 

პაციენტთა რაოდენობა ჰოსპიტალიზაციის თარიღების მიხედვით

 

 

ექსპოზიციის მქონე პირთა თანაფარდობა

27 და 28 მაისს ჰოსპიტალიზებულ და გამოკითხულ პაციენთა მიერ მიღებული საკვების თანაფარდობა

 

29 მაისს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ სახელმწიფო კონტროლი - არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ბიზნესოპერატორთან - შპს „ნატახტარი 777“ ს/კ 400195588 (რესტორანი „იმერული ეზო“).

ინსპექტირებისას  შემოწმებულ იქნა სამზარეულოს ზოგადი ჰიგიენური მდგომარეობა, კერძების მომზადების პირობები, პერსონალის ჰიგიენური მდგომარეობა, მიკვლევადობის დოკუმენტაცია (მათ შორის ნედლეულთან დაკავშირებით).

ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ იქნა არაკრიტიკული შეუსაბამობები ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ გამოსასწორებლად  ბიზნესოპერატორს მიეცა გონივრული ვადა. კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

ბიზნესოპერატორს ასევე დაევალა  ნედლეულის მიკრობიოლოგიური კვლევა, გენერალური რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება და  ჩამონარეცხების აღება შესაბამისი ზედაპირებიდან და აღჭურვილობებიდან, სამზარეულოს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი (შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში).

სურსათის ნიმუშების (ხინკლის ფარში, ხინკალი, ქაბაბი, ყველი, მწვანილი), ჩამონარეცხების და პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას სურსათის ეროვნული სააგენტოს დაკვეთიტ ახორციელებს შპს „გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“.

ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს გადმოგვიგზავნიან დამთავრებისთანავე.

ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კლინიკებიდან გადმოგზავნილი ბაქტერიული კულტურების (სალმონელები) საბოლოო იდენტიფიცირება და გენოტიპირება (PFGE პულსირებად ველში გელ ელექტროფორეზი) გამომწვევების იდენტურობის დასადგენად.

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

 

 

From: David Sergeenko [mailto:dsergeenko@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, June 5, 2018 10:34 AM
To: Amiran Gamkrelidze Gmail
Cc: Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Mikheil Dundua; Tamar Barkalaia; Mariam Darakhvelidze; Sopo Belkania; Avtandil Talakvadze; Maia Tabagari; Amiran Gamkrelidze; Paata Imnadze
Subject: Re: Fwd:

 

მადლობა ბატონო ამირან

"იმერული ეზოს" შემთხვევა ძალიან საყურადღებოა - დღეების განმავლობაში ფაქტიურად რამდენი ადამიანიც შევიდა, იმდენი მოიწამლა.

 მე ვფიქრობ, დამატებითი შეხვედრა უნდა მოვიწვიოთ სურსათის უვნებლობასთან ერთად.

 ბავშვიც მოიწამლა, რომელსაც ხინკალი არ უჭამია.

 მაქდეტალური "ქათერინგინსპექცია" იქნება ჩასატარებელი.

Sent from my iPhone


On Jun 4, 2018, at 22:42, Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com> wrote:

ბატონოდავით,

წარმოგიდგენთგასულიკვირისეპიდდაიჯესტს.

პატივისცემით,

ამირანი