From : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
To : David Sergeenko
Subject : TA needs for CCM during transition period
Cc : Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net
Received On : 26.12.2017 13:25
Attachments :

მოგესალმებით ბატონო დავით,

როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთვის (ქსს) Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit-ის  (GIZ) მხრიდან ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

სამდივნომ გაიარა წინასწარი კონსულტაციები ქალბატონ თამარ გაბუნიასთან და გამოიკვეთა ტექნიკური დახმარების მიღების მიზანშეწონილობა შემდეგ სფეროებში:

1.                  გარდავალ პერიოდში ქსს–ს რესტრუქტურიზაციის ხელშეწყობა მისი ფუნქციონირების შენარჩუნებისთვის გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლის შემდეგ;

2.                  ქსს-ს შესაძლებლობების გაძლერება გარდამავალი პერიოდის გამოწვევების წარმატებით დაძლევისთვის;

3.                  საბჭოს მდგრადობის უზრუნველყოფისთვის რესურსების მობილიზების გეგმა;

4.                  ქსს გარდამავალი გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობის ინსტრუმენტები;

რაც შეეხება პროგრამული ზედამხედველობის ახალ დეშბორდს, გაცნობებთ, რომ მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური განხილვები ძირითად მიმღებსა და EHG კონსულტანტებს შორის. განხილვის შედგებს დამატებთ გაცნობებთ.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში საკითხს შევათანხმებთ საბჭოს სრულ შემადგენლობასთან  და ვაცნობებთ კონსულტანტებს გადაწყვეტილების შესახებ.

პტივისცემით,

ირინა