| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Sopo Belkania |
| Subject : | მაია ნიკოლეიშვილის შესრულებული სამუშაო_19-23 მარტი |
| Received On : | 23.03.2018 11:49 |
სოფო,
შენი დავალების შესაბამისად, გიგზავნი 19-23 მარტის კვირაში ჩემს მიერ შესრულებული საქმიანობის ანგარიშს:
1. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის სამინისტროს შორის“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნის მომზადება შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით, ქართულენოვანი ტექსტის თარგმნა ინგლისურენოვანი ტექსტის შესაბამისად;
2. „ყაზახეთის რესპუბლიკის მოსახლეობის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის სოციალურ–შრომით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმის პროექტზე დასკვნის მომზადება და მემორანდუმის ქართულენოვანი ტექსტის დახვეწა რუსულენოვანი ტექსტის შესაბამისად;
3. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმზე დასკვნის მომზადება, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
4. ბავშვის უფლებების შესახებ გენერალური ასამბლეის 72/245 რეზოლუციის შესრულების თაობაზე ანგარიშის ინგლისურ ენაზე მომზადება, დარგობრივ დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
5. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის სახელზე წერილის მომზადება ონკოლოგიის სფეროში თანამშრომლობის ინიცირების თაობაზე;
6. დონორების სახელზე გასაგზავნი წერილის მომზადება;
7. 23-25 აპრილს წითელა წითურას ელიმინაციის საკითხებზე ჯანმოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის წერილის მომზადება;
8. ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2018 წლის გეგმის პროექტზე სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მიღებული კომენტარების ერთ ფორმატში გაერთიანება, ტექსტის დახვეწა და დეტალების დაზუსტება და ადრესატისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მითითებულ ვადაში მიწოდება;
9. ამასთან, 21 მარტს, მონაწილეობას ვღებულობდი ავსტრალიის თანამეგობრობის საელჩოს წარმომადგენლებთან სუროგაციის საკითხებზე გამართულ შეხვედრაში, ზეპირი თარგმანის უზრუნველყოფის მიზნით.
10. ამას გარდა, მიმდინარე კვირაში შუალედური წერილები დავაგზავნე სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან და სსიპ-ებთან, ინფორმაციის/პოზიციის მოთხოვნით, რომელთა თაობაზეც ანგარიშის შესრულებას შემდგომ პერიოდში მოვიწერები, მას შემდეგ რაც მომზადდება საბოლოო პასუხი.
პატივისცემით,
მაიკო
From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Monday, March 19, 2018 1:47 PM
To: Mariana Mkurnali
Subject: info
მოგესალმებით,
როგორც ყველამ იცით 2018 წლიდან სამინისტროში დაინერგა შეფასების სისტემა. აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისგან მქონდეს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. სამმართველოს უფროსებისგან მუდმივად ვიღებ ინფორმაციას ყველა თანამშრომელზე, ზოგთან - უშუალოდ მეც მაქვს ინტენსიური შეხება, მაგრამ მთლიანი სურათის დასანახად მესაჭიროება თითოეული თქვენგანისგან მივიღო დეტალური ინფო.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ ყოველი კვირის ბოლოს (პარასკევს) მომწეროთ მთელი კვირის განმავლობაში რა საკითხზე მუშაობდით.
თუ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები არ მოგერიდოთ J
პარასკევს (23 მარტი) ველოდები თქვენს მეილებს.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232