From : nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Sopo Belkania
Subject : aba ese naxe
Received On : 29.01.2018 12:11

განვიხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმების პროექტი, თანდართული ფორმულარებით, რომელიც მომზადებულია 1997 წლის 16 მაისის „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში მოქალაქეების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე. გვინდა აღვნიშნოთ, რომ თავად ამ შეთანხმებით გათვალისწინებული რიგი დებულებები პრაქტიკაში ვერ სრულდება საპენსიო უზრუნველყოფის სისტემებს შორის არსებითი განსხვავების გამო. საქართველოში არსებული საპენსიო სისტემა უნივერსალურია და პენსიის მიღება დამოკიდებულია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე (ქალები - 60 წელი, მამაკაცები - 65 წელი). შრომის სტაჟის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინება პენსიის დანიშვის დროს არ ხდება.

ამდენად, წარმოდგენილი ადმინისტრაციული შეთანხმების პროექტიც ხელმოწერის შემთხვევაში ვერ შესრულდება.