From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : David <Sergeenko>
Subject : mediamonitoringi-01.05.2018
Cc : Tamar Barkalaia; Maia Lagvilava; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; Kakhaber Dzimistarishvili; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; Maia Tabagari; Mariam Darakhvelidze; Natia Khmaladze; Elza Jgerenaia; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; Davit Bodokia; Noe Kinkladze; Tea Sharashidze; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; Sopo Umikashvili; Natia Tevdorashvili; Nino Mamaladze; Nino Odisharia; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; Tea Bakradze; Nini Talakhadze; mjhvania@moh.gov.ge; Sopo Belkania; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; tako.sarishvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com
Received On : 01.05.2018 08:39
Attachments :

 

 

მედიამონიტორინგი 01.05.2018

ტელევიზია

01.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 09:00

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დღეიდან მოწევა იკრძალება. კანონი მკაცრდება და თამბაქოს მოხმარება უკვე დაუშვებელია ყველა დახურულ დაწესებულებაში, მათ შორის ბარ-რესტორნებში. გაუქმდება აქამდე არსებული ზღვარიც, რომელიც მწეველებისა და არამწეველებისთვის სივრცეს ერთმანეთისგან ყოფდა. გამონაკლისი იქნება აეროპორტის სატრანზიტო ზონა, კაზინოები, სიგარა-ბარები და პენიტენციალური დაწესებულებები. წესების დამრღვევი დაწესებულება პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება. ურჩი მოქალაქის შემთხვევაში კი საქმეში უკვე სამართალდამცველი ჩაერთვება

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207651

---

 

01.05.2018

არხი:  რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 09:00

კანონის გააქტიურების პარალელურად არ წყდება თემის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკოსები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და თამბაქოს აკრძალვის თემატიკაზე იმსჯელებენ. ოპოზიციისთვის გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს კანონის აღსრულება. მათი თქმით, სწორედ აღსრულება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამ ფორმით ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელი შეეწყობა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207652

---

 

30.04.2018

არხი:  I არხი  

გადაცემა:     აქტუალური თემა 21:30

ვინ და როგორ აკონტროლებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხს

იკვეთება თუ არა ფარმაცევტულ ბაზარზე კარტელური გარიგების ნიშნები, ვინ და როგორ აკონტროლებს მედიკამენტების ხარისხს და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ წამლები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი ნაილი შენგელიძე

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207357

---

 

30.04.2018

არხი:  იმედი  

გადაცემა:     ქრონიკა 17:00

ქვეყნის საგარეო კურსი, პოლიტიკოსთა რეიტინგი, ინსტიტუციებისადმი ნდობა და მედიარეიტინგი - NDI-მ მოქალაქეევი გამოკითხრა. ყველაზე დიდი შეფასება აქვს ჯანდაცვის სამინისტროს 33%. პოლიტიკური ფიგურებისადმი დამოკიდებულების შეფასებაში 46% აქვს დავით სერგეენკოს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206751

I არხი-მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206936

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206765

რუსთავი 2 - კურიერი 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206288

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206243

---

 

30.04.2018

არხი:   რუსთავი 2  

გადაცემა:     კურიერი 21:00

ორი გარდაცვლილი და 10 -ზე მეტი მოწამლული ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - ეს ის მონაცემებია, რომელიც „კურიერმა“ გაარკვია, თუმცა, კიდევ რამდენი ადამიანი დაზარალდა ახალი თაობის ნარკოტიკით, უცნობია. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის 4 ახალგაზრდა, რომელიც კლინიკაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207241

იმედი - ქრონიკა 20:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207144

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 19:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207060

ტელეკომპანია აჭარა-მთავარი 21:00

  http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207263

ტელეკომპანია იბერია - თავისუფალი სივრცე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207169

რუსთავი 2 - კურიერი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206792

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206791

ტელეკომპანია იბერია - ახალი ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206754

ტვ პირველი - დღის ამბები 17:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206747

იმედი - ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206736

---

 

30.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:      ბიზნესკოდი

სამშობიაროში არსებული პრობლემები. რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა მშობიარეთა, ახალშობილტა და ერთ წლამდე ბავშვების სიკვდილიანობით, რაც ექსპერტებმა ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ახსნეს. იგივე მიზეზით პრობლემები ყველა სხვა სამედიცინო მიმართულებით გვაქვს, რაც როგორც პაციენტსა და მის ოჯახს, ასევე კლინიკებს, როგორც ბიზნესს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5205833

---

 

30.04.2018

არხი:   ტელეკომპანია იბერია

გადაცემა:     ბიზნესკოდი

განათლების სხვა პროგრამეს კი თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ცალკე იწყებს. თემაზე სასაუბროთ გადაცემის სტუმარია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების ხელმძღვანელი მარიამ ბეზერაშვილი

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5205705

---

 

30.04.2018

არხი:   ტვ პირველი  

გადაცემა:     საქმის კურსი 22:30

2017 წელს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა 38 პირის მიმართ დაიწყო. სტატისტიკას მთავარი პროკურატურა აქვეყნებს. მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის ინფორმაციით, 9 პირის მიმართ ბრალდება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობდა, ხოლო 29 პირის მიმართ ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ბრალდებას.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207481

---

 

30.04.2018

არხი:   იმედი  

გადაცემა:      ქრონიკა 20:00

პირველი მაისიდან, საქართველოში მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. მოწევა იკრძალება ყველა ტიპის საჯარო შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრასპორტსა და სტადიონზეც კი. სიგარეტის მოწევა მხოლოდ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილებში იქნება შესაძლებელი. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფინანსური ჯარიმებია გათვალისწინებული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207193

რუსთავი 2-კურიერი 21:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207271

მაესტრო - ბიზნესი მაესტროზე-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206992

მაესტრო - ახალი ამბები 18:00-

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206945

---

 

30.04.2018

არხი:   იმედი

გადაცემა:     ქრონიკა 14:00

სამ მაისს მეტროს თანამშრომლები, მემანქანეები გაიფიცებიან. სატრანსპორტო კომპანიასთან ანაზღაურების საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. რუსთაველის მეტროს წინ მემანქანეებმა განცხადება გააკეთეს. ისინი საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ორი აპრილიდან უშედეგოდ ითხოვენ. მემანქანეებამა სატრანსპორტო კომპანია და ჯანდაცვის სამინისტრო გააფრთხილეს, რომ ორ მაისს, მუშაობის დასრულების შედეგ მეტრო აღარ იმუშავებს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206358

რუსთავი 2-კურიერი 18:00-   http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5207014

---

 

30.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 15:00

7-თვიანი საპროტესტო აქციისა და უმოქმედობის შემდეგ ქარხანა „აგარის შაქარი“ მუშაობას იწყებს. დასაქმებულებმა ხელისუფლებისგან პირობა მიიღეს, რომ ხვალიდან ქარხანა ამუშავდება და წარმოებას 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად გაზრდის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206560

---

 

30.04.2018

არხი:   რუსთავი 2

გადაცემა:     კურიერი 15:00

შიდა ქართლში დასაქმებულები გაიფიცნენ - თბილისი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალის ოსიაურის მშენებარე მონაკვეთზე სამუშაოები ამ დროისთვის პარალიზებულია. 80-მდე დასაქმებულმა სამუშაოები დასვენების დღისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შეწყვიტა. მათი განცხადებით, დღის და ღამის ცვლა ერთი ტარიფით ანაზღაურდება, დასაქმებულებს არ ეძლევათ შესვენების უფლება, არ აქვთ დასვენების დღე, მოუწესრიგებელია კონტრაქტების საკითხი, ადგილი აქვს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებსაც კი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206550

იმედი - ქრონიკა 14:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5206366

---

 

 

 

ინტერნეტი

01.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64677

ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას პროფესორი ზაზა ბოხუა დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იყო. ჯანდაცვის მინისტრის კიდევ ერთი ახალი მოადგილე - მიხეილ დუნდუა იქნება. იგი ამავდროულად სოციალური მომსახურების სააგენტოს უხელმძღვანელებს. მიხეილ დუნდუა დღემდე თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მან ამ პოზიციაზე ზაზა სოფრომაძე შეცვალა. ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ახალი მოადგილეები, ზაზა ბოხუა და მიხეილ დუნდუა უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგნენ.

ინფო9- http://www.info9.ge/politika/191967-sergeenkos-2-akhali-moadgile-hyavs.html?lang=ka-GE

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/490729-jandacvis-ministris-moadgileebad-zaza-bokhua-da-mikheil-dundua-dainishnen.html

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/politika/490726-zaza-sofromadzem-jandacvis-ministris-moadgilis-thanamdeboba-datova.html

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64671

ახალი რეგულაციები ძალაში შევიდა - სად იკრძალება დღეიდან თამბაქოს მოწევა

დღეიდან, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. ცვლილებები თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შევიდა. სად იკრძალება? • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; • საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე. • მოწევა იკრძალება ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. • მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. სად შეიძლება მოწევა? • ტაქსისა და კატერში; • ფიზიკური პირის სახლში; • სამორინეში; • წინასწარი დაკავების იზოლატორში; • პენიტენციურ დაწესებულებაში; • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; • სიგარაბარში; • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შეთხვევაში; • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. • სტადიონზე, რომელსაც ყავს ადმინისტრაცია (2020 წლამდე) დღეიდან თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან ერთად, ყველა სახის თამბაქოს რეკლამა და სპონსორობა იკრძალება. • სავაჭრო ობიექტები, რომელზეც იქნება გარე რეკლამა, ან შიდა აქსესუარები, რომლებიც თამბაქოს რეკლამას გულისხმობს, ახალი კანონმდებლობით სამი ათასი ლარით დაჯარიმდებიან. • ხოლო სატელევიზიო სივრცეში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ. • კანონპროექტის 82-ე მუხლის თანახმად, ფილმი/სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელშიც დემონსტრირებულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარება, ითვლება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმად/სხვა შემოქმედებით პროდუქციად და მისი ჩვენებისას ჩვენების დასაწყისში და ბოლოში ნაჩვენები უნდა იყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ტელე- ან რადიორგოლი ან ბეჭდვითიმასალისთვის პიქტოგრამა თამბაქოს მოწევის მავნებლობის შესახებ. ჯარიმების შესახებ: • შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; • მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში მოწვისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; • წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; • თუკი ფიზიკური პირი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევს დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება. ასევე, დღეიდან სიგარეტის ღერებით გაყიდვა აიკრძალება. კანონის თანახმად არ შეიძლება სიგარეტის კოლოფის გაყიდვაც, თუ მასში სტანდარტულ 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია. რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს, მის შესრულებას კი კომუნიკაციების კომისია გააკონტროლებს. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 17 მაისს მიიღო.

ინფო9- http://www.info9.ge/sazogadoeba/191966-sad-ikrdzaleba-motseva-da-ramdenia-jarima.html?lang=ka-GE

პია.ჯი- https://pia.ge/post/200457-dreidan-sazogadoebrivi-tavseyris-adgilebsi-tambaqos-moweva-ikrzaleba

ინტერპრესნიუს.ჯი-   http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490689-dzalashi-shevida-jarima-sigaretisgan-gamofrqveuli-nivthierebebis-dasashvebi-normebis-darghvevaze-da-thambaqos-natsarmis-ingredientebis-shesakheb-informaciis-tsarudgenlobaze.html

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490681-thambaqos-motseva-dgheidan-shenoba-nagebobis-umetesobashi-aikrdzala.html

თამბაქოს მოწევა დღეიდან შენობა-ნაგებობის უმეტესობაში აიკრძალა

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ნაწილი ძალაში 1-ელი მაისიდან შევიდა, თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამასთან, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/490694-nino-lomjaria-samedicino-regulirebis-saagentos-saqmianoba-fasdeba-araefeqturad-khshir-shemthkhvevashi-khelis-dafarebasac-aqvs-adgili.html

ნინო ლომჯარია - სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარია იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს შესაბამისი სტრუქტურები გაიზიარებენ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ. „ბევრი რეკომენდაცია არსებობს ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, ბევრი განცხადება შემოდის ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებნით, რომ პაციენტებს არასათანადო მომსახურება გაეწიათ და ა.შ. სამწუხაროდ, ხშირად ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრების განხილვის მექანიზმი არ არის ეფექტური, დიდხანს ჭიანურდება განხილვები. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს საქმიანობა ფასდება არაეფექტურად, ხშირ შემთხვევაში ხელის დაფარებასაც აქვს ადგილი და ამ თვალსაზერისით არაეფექტურა რეაგირება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კრიტიკულად აფასებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც. ომბუდსმენის განცხადებით, ხშირად მსგავს დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არასათანადო მოპყრობას უტოლდება. „კრიტიკულია შეფასება, როდესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებს ვეხებით. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ რიგ დაწესებულებებში პაციენტების მდგომარეობა არასათანადო მოპყრობას უტოლდება. საქართველოს სახალხო დამცველი დიდი ხანია საუბრობს ამ თემაზე, თუმცა, ეს საკითხი მწვავედ არასდროს წამოჭრილა. სერიოზული პრობლემებია ფსიქიატრიული ჯანდაცვის თვალსაზრისით და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/490695-ombudsmenis-informaciith-mozardebshi-suicidis-da-suicidis-mcdelobis-machvenebeli-20-procentith-gaizarda.html

ომბუდსმენის ინფორმაციით, მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა

მოზარდებში სუიციდის და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენის შეფასებით, მოზარდთა მიმართ არსებული პრობლემები რიგი მიმართულებით საგანგაშოა, რასაც სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს. ნინო ლომჯარია ბავშვთა მიმართ პრობლემებზე საუბრისას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ოჯახის, მასწავლებლებისა და თავად მოზარდების პასუხისმგებლობაზე და მათი ცნობიერების ამაღლების მნიშვნეობაზე აკეთებს აქცენტს. „ბავშვთა მიმართ ძალადობის ძალიან მრავალი ფაქტი გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არის სფერო, რომელიც დაფარული პრობლემაა. პირველ რიგში ხდება ბავშვთა უფლებების უგულვებელყოფა და არამარტო ზრდასრულების მიერ. ძალიან გახშირებულია ძალადობა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა როგორც ოჯახში, ისე სასწავლებლებში. სახალხო დამცველს ჰქონდა ანგარიში, რამაც საგანგაშო შედეგები დადო და აღმოჩნდა, რომ თუნდაც იგივე სკოლებში ბავშვების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივად მიღებული და ფართოდ გავრცელებული საკითხია, რომელსაც ბუნებრივად და ნორმად მიიჩნევს მასწავლებელთა დიდი ნაწილი და ბავშვებისთვისაც თითქოს მისაღებია. საგანგაშოდ მაღალია სუიციდის მაჩვენებელი არასრულწლოვნებში, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემური მიდგომა ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობის და თუნდაც ბულინგთან ბრძოლაში. მასწავლებლები არ არიან მზად, იდენტიფიცირება მოახდინონ, თუნდაც სკოლაში შევიწრობების ფაქტების. ფაქტობრივად არ გვაქვს მსხვერპლი ბავშვის დახმარების სისტემა და მაგალითად ქვეყანაში არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა თავშესაფარი. სულ 11 ფსიქოლოგია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს, რაც პრობლმას ადასტურებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: https://commersant.ge/?view=post&id=142525&lang_id=ge

ჯანმრთელობის ხელშეწყობის და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე თამბაქოს კონტროლის რეგულაციებზე ისაუბრეს

1 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და ტრანსპორტში სიგარეტის მოწევის აკრძალვის წესი ამოქმედდება. ამ საკითხს მიეძღვნა დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემაჯამებელი სხდომა. საბჭოს სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმაციები რეგულაციის ამოქმედებისათვის ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. ასევე, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე. „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ 1 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ჩვენი მწეველი მოქალაქეები სოლიდარულები უნდა იყვნენ არამწეველი მოქალაქეებისადმი. ამ რეგულაციების შემოღებით იცვლება სოციალური ნორმა და პირველი სამი-ოთხი თვე იქნება კრიტიკული. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სოციალური დაძაბულობის გარეშე მოხდეს ეს და მივიტანოთ იმ პერიოდამდე, როცა ყველა მოქალაქე, მათ შორის მწეველებიც, შეიგრძნობენ ამ კანონის სიკეთეს და თვითონვე მოახდენენ კანონის ამ ნორმების დაცვას ისევე, როგორც ეს მოხდა უსაფრთხოების ღვედის შემთხვევაში", - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. აკაკი ზოიძემ ისაუბრა იმ შესაძლო გამოწვევებზე, რაც კანონის აღსრულების შედეგად იქნება მოსალოდნელი. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც შეიძლება ამ რეგულაციების ამოქმედებას მოჰყვეს. მისი თქმით, ახალი რეგულაცია 15 წლის განმავლობაში ნაადრევი სიკვდილისგან დაიცავს 53 ათას ადამიანს, დაიზოგება 3 მილიარდ 600 მილიონი ლარი და გარემოზე მავნე ზემოქმედება საგრძნობლად შემცირდება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი წარმოადგინა და ჩატარებული აქტივობები მიმოიხილა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის პროგრამების მენეჯერმა, კრისტინა მაუერ-სტენდერმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო გამოცდილების შესახებ ისაუბრა. თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ასევე კანონის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა. სხდომის შეჯამებისას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ კანონის დანერგვის პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე ჩადგება იმ ქვეყნების რიგში სადაც მოქალაქეები აღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციას შეგნებით მიუდგებიან და შეასრულებენ კანონებს.

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: http://www.info9.ge/politika/191939-ndi-sergeenkos-dadebithad-afasebs-gamokithkhultha-46.html?lang=ka-GE

NDI - სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 46%, უარყოფითად 6% . მინისტრებს შორის მეორე ადგილზეა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მას დადებითად გამოკითხულთა 31% აფასებს, უარყოფითად კი-18%. მესამე ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაა: დადებითი 22%, უარყოფითი 10%. შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 21%-ს, ხოლო უარყოფითი 7%-ს. ბოლო ადგილზეა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე. მას დადებითად 9% აფასებს, უარყოფითად 5%, ხოლო მინისტრის შეფასებისას გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მის შესახებ არ სმენია. გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

კომერსანტ.ჯი- http://commersant.ge/?view=post&id=142477&lang_id=ge

პრაიმთაიმ.ჯი- http://primetime.ge/news/1525072639-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C-NDI

ბიემ.ჯი- http://www.bm.ge/ka/article/gamokitxulta-yvelaze-didi-nawili-dadebitad-davit-sergeenkos-saqmianobas-afasebs/18943/

ნიუპოსტს.ჯი- http://www.newposts.ge/?l=G&id=171548-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90,%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: http://ghn.ge/com/news/view/202228

1 სოფელში სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დგანან, ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს - სერგო ჩიხლაძე

რატომ ცდილობენ ექიმები, პაციენტი რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ კლინიკაში მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, პირადად შევეჯახე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს... ყველაფერი კი ასე დაიწყო: ორი კვირის წინ, მაღალი არტერიული წნევითა და მეტყველების გაძნელებით, ჩემი ოჯახის წევრი დუშეთის საავადმყოფოში მოხვდა. ძნელია, ამ დაწესებულებას კლინიკა უწოდო, რადგან იქ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობა არ არსებობს. მორიგე ექიმმა მხოლოდ ამბულატორული მომსახურება შემოგვთავაზა და პაციენტს გადასხმის სისტემა დაუყენა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში არავინ ვართ მედიცინის მუშაკები, მაინც აუცილებლად ჩავთვალეთ თავის ტვინის ულტრაბგერითი გამოკვლევა, ექიმი კი ჩვენს გადაწყვეტილებაზე უფრო და უფრო ღიზიანდებოდა. აშკარა იყო, უპირატესობას არა პაციენტის ჯანმრთელობას, მის ვაუჩერს ანიჭებდა... ჩვენი ძალისხმევით პაციენტის ქალაქში გადასაყვანად რეანომობილი გამოვიძახეთ. მედიკოსების საუბარი მოურიდებლად, ჩვენი თანდასწრებით შედგა. რადგან ოჯახის წევრებს გვსურდა პაციენტის გადაყვანა, დუშეთის საავადმყოფოს ექიმი ითხოვდა, რომ ავადმყოფისთვის ექოსკოპიური კვლევა ჩაეტარებინათ და ისევ დაებრუნებინათ დუშეთში, ყველაზე დამთრგუნველი კი ის იყო, რომ სახელად კლინიკა და რეალურად კი ამბულატორია სავსე იყო მძიმე ავადმყოფებით... გზად ვფიქრობდი, რა ბედი ეწევა მათ, ვინ აგებს პასუხს მათ ჯანმრთელობაზე... მომხდარით გაოგნებულს, კიდევ უფრო მძიმე ისტორიის მოსმენამ მომიწია. ჩემი ნაცნობი ისე მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ვერც გაიგო მიზეზი. ერთ-ერთ სუპერმარკეტში, სადაც მზა საჭმელსაც სთავაზობენ მომხმარებელს, მზარეულს ხელი ხორცსაკეპ დანადგარში მოჰყვა და მარჯვენა ხელის მტევანი მოწყდა. ნანახით შოკირებული თანამშრომელი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, შემდეგ კი მანქანიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში ამოყო თავი. როგორც ამბობს, შოკურმა მდგომარეობამ რამდენიმე საათში გაიარა, მაგრამ შემდგომმა არასამართლიანმა, გაუგებარმა და არაადამიანურმა დამოკიდებულებამ უფრო მეტად მიაყენა სტრესი, რომელსაც დღემდე ებრძვის. ჩემი ნაცნობი ამტკიცებს, რომ ექიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ ის რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინა კლინიკაში. მას ყველაფერი ახსოვს, სანამ ფსიქიატრი მედიკამენტებს დაალევინებდა, მერე კი ყველაფერი ბუნდოვანი გახდა. რომ არა დაეჭვებული დედა, ახალგაზრდა ქალი უდიაგნოზოდ დიდხანს იქნებოდა აბებით გათიშული. პაციენტი ამბობს, რომ მას თავდაპირველად სისხლის ანალიზი გაუკეთეს. შემდეგ კი, ხუთი დღის განმავლობაში, 3-საათიანი შუალედით, საერთო ჯამში 25 უცნობი დასახელების აბს ყლაპავდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, რადგან ექთანები თითოეულ ჩვენგანს პირის ღრუს საგულდაგულოდ უთვალიერებდნენო. რომ არა დედის მიერ მოთხოვნილი კვლევის შედეგები, არავინ იცის, რამდენ ხანს გააჩერებდნენ კლინიკაში. ექიმმა, რომელმაც ვერ წარუდგინა კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტები, მუქარანარევი კითხვა დაუსვა ოჯახის წევრებს: გსურთ, ახალგაზრდა ქალს ფსიქიკური ავადმყოფის საბუთი ჰქონდეს და ვეღარსად იმუშაოსო? ასე რომ, წამლებით გაბრუებულ ქალს ხელი მოაწერინეს კლინიკიდან საკუთარი ნებით გაწერაზე. კითხვას, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ექიმს, რომ პაციენტი რაც შეიძლება დიდხანს დაეტოვებინა კლინიკაში, ჩემი ნაცნობი პასუხობს, რომ მხოლოდ ფული, ვაუჩერის განაღდების შესაძლებლობა. რამდენად დაცულია პაციენტის უფლებები, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ექსპერტები და რაში ხედავენ გამოსავალს, "კვირის პალიტრა" ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა: - მოსახლეობაში ჟღერს აზრი, რომ ექიმები იმაზე მეტ გამოკვლევებს უტარებენ პაციენტებს, ვიდრე რეალურად საჭიროა, ასევე, ნიშნავენ უამრავ წამალს. მსგავსი ტიპის დარღვევებზე სტატისტიკის მოშველიება გამიჭირდება, თუმცა, სხვებთან ერთად, ჩემი ახლობლებიც გამხდარან მსხვერპლი. რა შეიძლება იყოს მიზეზი?! პირველ რიგში ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე, როცა სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა სერვისს და ადამიანი არ იხდის საკუთარი ჯიბიდან ან არ სარგებლობს კერძო დაზღვევით, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელ სერვისებს, რითაც სარგებლობენ კლინიკები.სხვათა შორის, ამას ადასტურებს წინა წლების აუდიტის დასკვნაც, როდესაც უეცრად 100 და 200%-ით გაიზარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებების რიცხვი. არადა, თუ ქვეყანა არ იმყოფება საომარ მდგომარეობაში, ეს წარმოუდგენელია. მშვიდობიან ქვეყანაში შესაძლოა, მაქსიმუმ 10-15%-იანი ზრდა. ხშირად კლინიკები ცდილობენ გადაუდებლის კოდი მიანიჭონ პაციენტს და 100%-იანი დაფინანსება მოიპოვონ. ბოლო დროს ეს საკითხი ცოტა დარეგულირდა, რადგან სახელმწიფომ სადაზღვევო პირობები შეცვალა შეკვეცის ხარჯზე. ხშირია შემთხვევა, როცა საჭიროზე მეტ გამოკვლევას ან წამალს უნიშნავენ პაციენტს, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს დაწესებულებას. პრობლემაა მონოპოლიაც - როცა კლინიკა გზავნის პაციენტს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ლაბორატორიასა და აფთიაქში. ასევე ხშირია შემთხვევა, როცა ერთსა და იმავე გამოკვლევას სხვადასხვა კლინიკაში მიმართვისას თავიდან უტარებენ პაციენტს - მიზეზად სხვა კლინიკებისადმი უნდობლობასა და არაპროფესიონალიზმს ასახელებენ, ან იმიზეზებენ, თითქოს ვერ მოიძIიეს შედეგები, არ არსებობს ერთიანი ელექტრონული ბაზა და სხვ. - როგორ უნდა დაიცვას პაციენტმა თავი, რა პრევენციული ზომები არსებობს? - ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელმა ორგანომ მონიტორინგი უნდა გააძლიეროს. ხშირად ასეთი ფაქტები არ ხმაურდება და არ მიდის შესაბამის უწყებებამდე. ამას ემატება ისიც, რომ პაციენტმა არ იცის თავისი უფლებები. სხვა პრევენციული მექანიზმი ვერ გადაჭრის პრობლემას. მართალია, ყოველწლიურად იზრდება კონტროლის მექანიზმი დაჯარიმების, საქმიანობის შეწყვეტის ან სხვა სანქციების ამოქმედებით, მაგრამ პრობლემა მაინც რჩება. პაციენტისთვის რთული გასაკონტროლებელია, რამდენი გამოკვლევა სჭირდება მკურნალობისთვის. მთავარი პრევენცია მაინც ჯანდაცვის დაფინანსების გაუმჯობესებაა. სახელმწიფო არ უნდა იყოს მთლიანად დამფინანსებელი, განმკარგავი და მაკონტროლებელი. ამ სქემაში უნდა ჩაერთონ კერძო სტრუქტურებიც და მათაც აწარმოონ კონტროლი - მონიტორინგისა და ხარისხის გაუმჯობესება ამ გზით არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, ისიც კარგად მესმის, რომ მონიტორინგი ძალიან რთულია. დღეში ასიათასობით პაციენტი მიმართავს კლინიკას და მონიტორინგზე ნახევარი სამინისტროს კადრებიც რომ მუშაობდნენ, მაინც ვერ შეძლებენ სრულად გაკონტროლებას. სწორედ ამიტომ არის საჭირო პასუხისმგებლობის გადანაწილება, სტრუქტურის დეცენტრალიზაცია. ახლა რაც კონტროლდება, ფინანსური ანგარიშგებაა, საავადმყოფოების გაწეული მომსახურების ანაზღაურება დაახლოებით 4 თვეს აგვიანებს, სექტემბრის ხარჯები შესაძლოა დეკემბერში ანაზღაურდეს, ეს კი პირდაპირ ურტყამს ხარისხს. გაჭიანურებულია შემოწმებაც. სახელმწიფო ცდილობს, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია ხარისხის გაკონტროლება. ხარისხი გაკონტროლდება მაშინ, თუ საჩივარი შევა და დაიწყება მოკვლევა. - გამოდის, დღეს პაციენტის უფლება დაუცველია და დიდი ალბათობით, ასე იქნება დიდხანს. - შეულამაზებლად რომ ვთქვათ, დღეს პაციენტი დაუცველია ზედმეტი სამედიცინო მანიპულაციებისგან, რომელიც მას არ სჭირდება. საგულისხმოა ისიც, რომ ექიმის ხელფასი მიზერულია. მაღალანაზღაურებადი ექიმი ქვეყანაში სულ 5-7%-ია. კიდევ უფრო კატასტროფული ვითარება აქვთ ექთანებს. როცა მედპერსონალი მძიმე დღეშია, ხარისხისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნა რთულია. - კლინიკის სარგებელი სახელმწიფო ვაუჩერით სარგებლობის შემთხვევაშიც იკვეთება? - დიახ, არსებობს სხვადასხვა პაკეტი, რომლებიც სხვადასხვა ოდენობის თანხით ანაზღაურდება. ბევრმა მოიხსნა, მაგრამ ბევრიც ვაუჩერით მოსარგებლე დარჩა. იყო შემთხვევები, როცა პაციენტებს სტაციონარში, სამის ნაცვლად, ხუთ დღეს აჩერებდნენ. თუ პაციენტი თავად იხდის ან აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია თავისი კომერციული ინტერესების გათვალისწინებით, სქემა ვერ მუშაობს. უფრო მომგებიანი იყო კლინიკებისთვის, როცა საყოველთაო დაზღვევა შეუზღუდავად მოქმედებდა. ახლა რისკი დაბალია, მაგრამ ცალკეული შემთხვევები მაინც ხდება და დაზღვეული ვერ ვიქნებით. როდესაც სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია სოლიდურ თანხას აღწევს, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ფული ექიმამდე მიდის - მოგეხსენებათ, ყველა კლინიკა კერძო საკუთრებაშია და მესაკუთრე განსაზღვრავს ხელფასის ოდენობას. საბოლოო ჯამში, ექიმთა ანაზღაურება ძალიან მცირეა. "კვირის პალიტრამ" სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, ლია მელიქიძეს მიმართა: " - გადაცდომების შესახებ საკითხებს სამედიცინო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით ან განმცხადებლის მიმართვის საფუძველზე ვსწავლობთ. თავს უფლებას ვერ მივცემთ, პაციენტის მონათხრობიდან დასკვნა გამოვიტანოთ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ კლინიკაში მომხდარს, ამ შემთხვევაშიც ვერაფერს ვიტყვი, მომართვის შემთხვევაში კი ჩვენ შევისწავლით საკითხს. როდესაც ფინანსურ ინტერესებს ეხება საქმე, ეს სამართალდამცავებისა და სხვა უწყებების თემაა. რეგულირების სააგენტო ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე რევიზიას და გადაცდომის შემთხვევაში სანქციებს აწესებს. ატარებენ გეგმურ და არაგეგმურ მონიტორინგსაც. წინა წლებთან შედარებით, წელს განმცხადებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება - არც გაზრდილა და არც შემცირებულა. 2017 წელს 162 განცხადება განიხილა სასამართლომ. ხარისხის შესწავლის მიზნით 170 შემთხვევა შევისწავლეთ. 2018 წლის მარტის ჩათვლით, კვარტალურად, შემოსულია 47 საჩივარი. რეგულირების სააგენტო მონიტორინგს არ ახორციელებს. კონტროლზე შესულ მაკონტროლებელს მოჰყვება ანგარიშის მომზადება დარღვევების შესახებ, იქმნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მიმართავს სასამართლოს. სანებართვო სანქცია 0-დან 10 000 ლარამდე მერყეობს ფულადი ჯარიმა სამედიცინო დაწესებულების მიმართ. გათვალისწინებულია: კადრების კვალიფიკაციურობა, ინფრასტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვა და ა.შ.

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: http://primetime.ge/news/1525081284-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

"კლუბის ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანის "მეფედრონით" ზედოზირების შემთხვევა დაფიქსირდა..."- ნაჯა ორაშვილი

ღამის კლუბ BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოლო პერიოდში, ქალაქში გამოჩენილ მომწამლავ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კლუბის დამფუძნებელი მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით და სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება. "მოგესალმებით, მსურს გამოვეხმაურო ბოლო დროინდელ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც უკავშირდება ქალაქში გამოჩენილ ახალ, მომწამვლელ ნივთიერებას - მეფედრონს, რომელსაც სამწუხაროდ, უახლოეს ორ კვირაში ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ შემაძრწუნებელი ფაქტის გამო, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს. რადგან უამრავი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება და გაურკვეველი ძალების მიერ მიზანმიმართულად ხდება ჩვენი კლუბის და ზოგადად, ადგილობრივი საკლუბო სცენის რეპუტაციის შალახვა, მინდა განვაცხადო, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანები სასწრაფო დახმარების საშუალებით არ გადაუყვანიათ BASSIANI /HOROOM-ის ტერიტორიიდან, როგორც ამას სხვადასხვა რეგრესული და მავნებლური ძალები ავრცელებენ. ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ სახლებში ძილის პერიოდში გარდაიცვალნენ. თუმცა ვადასტურებ, რომ კლუბის ტეტიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ნამდვილად დაფიქსირდა რამდენიმე ადამიანის მეფედრონით ზედოზირების შემთხვევა, სადაც კლუბის წარმომადგენლების დროული დახმარებით ფატალური შედეგი ავიცილეთ, საბედნიეროდ ამ ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ. თუმცა სხვადასხვა სიტუაციებში და ადგილებში ამ ნივთიერებისგან მოწამლული ადამიანები კლინიკებში დღემდე იმყოფებიან. ჩვენ არასოდეს გავურბივართ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მსგავსი შემთხვევების აღსაკვეთად, მიუხედავად კლუბის წარმომადგნლების კვალიფიციურობისა, მხოლოდ ჩვენ ვერ შევძლებთ მსგავსი უბედური შემთხვევების აცილებას. მსგავსი ფაქტების დროს, ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა, ნარკოპოლიტიკის სფეროში ჩართულმა ორგანიზაციებმა და მედია საშუალებებმა უმთავრესი როლი უნდა იტვირთონ, იზრუნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე მაქსიმალურად თავი შეიკავნონ სტიგმების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან. ვფიქრობ, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში ბაზარზე უფრო და უფრო მავნე და ფატალური შედეგების მომტანი ნარკოტიკული ნივთიერებები ჩნდება, არ იდგმება ნაბიჯები ზიანის შემცირებისკენ და ადამიანებზე ისევ დასჯის პოლიტიკა ხორიცელდება. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს დროში მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები ჯანდაცის საკითხების მიმართულებით. ამასთანავე, სასწრაფოდ დაიბლოკოს ის ვებ-საიტები, საიდანაც ეს კონკრეტული ნივთიერება ხელმისაწვდომი გზებით ვრცელდება. დროა, ადამიანებზე დევნა და დასჯა დასრულდეს და ყველამ ერთად ვიფიქროთ ჰუმანურ გამოსავალზე. ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ თეთრი ხმაურის მოძრაობა-ს მიერ გავრცელებულ პრევენციული შინაარსოს პოსტს მეფედრონის შესახებ, დეტალურად არის მოთხრობილი ამ ნივთიერების მავნებლობის შესახებ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. მადლობა", - წერს ნაჯა ორაშვილი.

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: http://epn.ge/?id=64622

NDI - გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის. კერძოდ, 60% აცხადებს, რომ დასაქმებული არ არის, ხოლო 39% ამბობს, რომ დასაქმებულია. 60%-დან, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, 37% აცხადებს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს; 24% - პენსიონერია და არ არის დანიტერესებული სამსახურის პოვნით; 15% - დიასახლისია; 8% - პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 6% - უმუშევარია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით (დიასახლისის გარდა); 5% - სტუდენტია; 2% პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს სამსახურს; 1% - შშმ პირია; ასევე 1% პენსიონერია და სამსახურს ეძებს. აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.

---

 

30.04.2018

მედიასაშუალება: http://www.interpressnews.ge/ge/politika/490572-nino-lomjaria-garda-imisa-rom-shromis-usafrthkhoebis-standartebi-saqarthveloshi-dabali-gvaqvs-aseve-gamodziebis-natsilic-araefeqturia.html?ar=A

ნინო ლომჯარია - გარდა იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში დაბალი გვაქვს, ასევე გამოძიების ნაწილიც არაეფექტურია

გარდა იმისა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში დაბალი გვაქვს, ასევე გამოძიების ნაწილიც არაეფექტურია, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, გარკვეულ შემთხვევებში სწორედ ეს ხდება „წამახალისებელი“ დაუდევრობისა და გულგრილი დამოკიდებულების სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისადმი. „როდესაც განიხილებოდა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის მიღებასაც მივესალმებით, დარჩა რამდენიმე საკითხი გაუთვალისწინებელი. პირველ რიგში ეხება იმას, რომ ინსპექციის საქმიანობა ანუ საზედამხედველო საქმიანობას დაექვემდებარა მხოლოდ მძიმე და მავნე პირობებიანი შრომა. მაშინ როდესაც იგივე ევროკავშირის დირექტივებით ყველა ტიპის შრომა უნდა იყოს უსაფრთხო. გარდა ამისა, სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო უპირობო დაშვება შემოწმების თვალსაზრისით, თუმცა ამ თვალსაზრისით გარკვეული ბარიერები არსებობს ინსპექტირებისათვის. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რასაც შეუძლია არსებითად შეცვალოს ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქნებოდა ეს გამოძიების ეფექტურობა. იმ შემთხვევაში, თუ შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევას ადამიანის გარდაცვალებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზიანის მიყენებას, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი გამოხმაურება, ანუ პასუხისგებაში მიეცემა არა მუშა, არამედ ის ადამიანი, ვინც იყო მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი და ამ მიმართულებით გამოძიება იქნება ეფექტური, ეს იქნება ერთ-ერთი პრევენციული მექანიზმი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით. გარდა იმისა რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები დაბალი გვაქვს, ასევე გამოძიების ნაწილიც არაეფექტურია და რეალურად პასუხისმგებლობა რამდენიმე შემთხვევაში დადგა. ესეც ახალისებს დაუდევრობას და გულგრილ დამოკიდებულებას უსაფრთხოებისადმი“, -განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

---

 

 

ბეჭდვითი მედია

01.05.2018

მედიასაშუალება: ახალი თაობა

“ბასიანიდან” გასული გოგონას გარდაცვალებაზე კლუბის მფლობელი ზვიად გელბახიანი პასუხისმგებლობას არ იღებს

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების „მეფედრონის” მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა შაბათს, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებსა და ვერსიებზე უწყება არ საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იმავე ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, ორივე ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ადასტურებს. – გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება, რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ჰქონდათ თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი. გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ გოგონა კლუბ „ბასიანში“ იმყოფებოდა, საიდანაც ის სახლში წავიდა, ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. არსებობს ვერსია, რომ გარდაცვალებამდე მან ნარკოტიკი, რომელსაც ე.წ. მარილითაც მოიხსენიებენ, კლუბში ყოფნისას მიიღო. თუმცა გოგონას თანმხლები პირები ამბობენ, რომ გარდაცვალებამდე კლუბში ყოფნისას ახალგაზრდას ინტოქსიკაციის ნიშნები არ ჰქონდა. თავად კლუბ „ბასიანის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლუბში ცუდად არავინ გამხდარა და არც სასწრაფო გამოუძახებიათ. რაც შეეხება თავად მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, კლუბის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არსებულ ნარკოპოლიტიკაშია და პასუხისმგებლობაც ხელისუფლებას ეკისრება. – ბასიანზე გარდაცვალების ფაქტი არ მომხდარა ჩვენ არც სასწრაფო გამოგვიძახებია ამ ვიკენდზე. არსებითი მნიშვნელობა არც აქვს სად მოხდა კლუბში, აეროპორტში თუ მატარებლის სადგურზე, ფაქტია, რომ ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, ნარკოპოლიტიკის ცვლილება დაგვიანებულია, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ასეთ დღეში არიან, – ამბობს კლუბ „ბასიანის“ მფლობელი, ზვიად გელბახიანი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი _ ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ `თეთრ ხმაურში~, თუმცა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაუდგენელია, გარდაცვალების მიზეზი მეფედრონი გახდა თუ სხვა ნარკოტიკული საშუალება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5248027&name=01.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

 

           

რეზონანსი- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207912&name=01.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

 

ახალი თაობა- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207701&name=01.05.2018+-+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

ჯანდაცვის ექსპერტი: საკითხების გარჩევა აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანონმდებლო დონეზე

მიუხედავად საერთო რიცხვის სიმცირისა, ბოლო წლებში ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა სამედიცინო მიდგომების კრიმინალიზაციის რიცხვის ზრდა. კრიმინალური დანაშაული გულისხმობს ქმედებას ან შესაბამისი ქმედების შრუსრულებლობას, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ სხვას, არამედ შეურაცხყოფს ფართო საზოგადოებას, რაც, თავის მხრივ, არის საფუძველი დამნაშავის დასჯისა გარდა იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული დაზარალებული პირის მატერიალური კომპენსაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით "ქრონიკა+"-ს ესაუბრება თენგიზ ასათიანი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში, დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი, პირველი სამედიცინო ცენტრის დირექტორი სამკურნალო დარგში: -აღნიშნული საკითხის გარჩევა აუცილებლად უნდა გადავიტანოთ საკანონმდებლო დონეზე. დავუშვათ, გარდაიცვალა ბავშვი. პირდაპირ პროკურორი მოდის და იწყებს გარჩევას. ამ დროს ეს სტრესი ძალიან გვაწუხებს ყველა ექიმს. იყო ერთი პერიოდი ე.წ. პროფესიული საქმიანობის დაზღვევა. დაბუშვათ, სამი თვით თუ ჩამოაშორეს ექიმი საქმინობას, მას უნაზღაურებდა დაზღვევა ან დაიცავდა იურიდიულად, მაგრამ, რატომღაც, აღნიშნული სახის სადაზღვევო მომსახურებამ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში თუ თავიდანვე არაეფექტიანად წარმოადგინეს ეს პროდუქტი, ამას ვერ გეტყვით. ინგლისში, მაგალითად, მოქმედებს British medical council, რომელიც გახლავთ მსგავსი საკითხების განხილვის უმაღლესი დონე და იქ წელიწადში პაციენტებისგან, დაახლოებით, 9000 საჩივარი შედის. -ბატონო თენგიზ, თქვენს ინიციატივას რაც შეეხება, ვიღაცამ ხომ უნდა მოამზადოს კანონპროექტის მონახაზი ან მუშა ვერსია და შეიტანოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განსახილველად? -პირველ რიგში საჭიროა საზოგადოების აქტიური ჩართულობა ამ საკითხში, თორემ მეც, ყველა ექიმი სამედიცინო ასოციაციებსაც ვესაუბრეთ, ჩვენც გადავდგამთ ნაბიჯებს".

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207729&name=01.05.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება:      ქრონიკა+

ინკლუზიური განათლების გამოწვევები დღეს

განათლების მიღების უფლება ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არა მხოლოდ კონსტიტუციით, ასევე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტითაა განსაზღვრული. ამ ფუნდამენტური უფლების განხორციელება ადრეულ ეტაპზე იწყება და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების საშუალებით ხორციელდება. იმისთვის, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაბამისი გარემო განათლების მისაღებად, სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ინკლუზიური სწავლებაა, რომელიც გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ტერმინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე მოიაზრებს ბავშვს, რომელსაც თანატოლებთან შედარებით სიძნელე აქვს სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. ამას განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანება და კერძოდ მისი მეხუთე თავი, რომელიც ინკლუზიურ განათლებას ეხება საქართველოში. 2014 წლის განათლების სამინისტროს მონაცემებით საქართველოს 2084 საჯარო სკოლიდან პანდუსების საკითხი 250 სკოლაში მოგვარდა, წლის ბოლოსთვის კი მათ რიცხვს კიდევ 13 სკოლა დაემატა. მათივე ინფორმაციით იგეგმებოდა 2015 წლისთვის ყველა სკოლის მოწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 40% დასაშვებ სოციალურ ნორმად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სტიგმას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 2015 წლის 1-ლი მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 მილიონ 729.5 ათასი) ადამიანის დაახლოებით 3%-ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%-ს აღწევს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207907&name=01.05.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: ქრონიკა+

ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების ქართული სტატისტიკა

ქვეყნის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიდან ერთ-ერთი უმთავრესია ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლები. გარკვეული პერიოდის შუალედებით ქვეყანაში მოსახლეობის აღწარმოება იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ მოსახლეობასთან დაკავშირებული საბაზისო მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. გარდა დაბადებული ა გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის დადგენისა, მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, რომელიც მიგრანტების საერთო მაჩვენებელს, ქორწინებისა და განქორწინების რაოდენობრივ მონაცემებს ასახავს. ეს ის ელემენტარული ინფორმაციაა, რომლის გამოთვლაც დროსთან და პროცედურებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს სტატისტიკები აუცილებლად უნდა არსებობდეს ნებისმიერ სახელმწიფოში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით; 2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 293 ბავშვი შეადგინა... დაბადებულთა საერთო რიცხოვნებაში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 40.6%-დან 38.9%-მდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი... ავთო სულაბერიძე - დემოგრაფი: "შობადობა ზღვარზე დასულია, რაც ნიშნავს, რომ შობადობა კრიტიკულ ფაზაშია. მოკვდაობა იზრდება და 2020 წლიდან არის დეპოპულაცია, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობა გადააჭარბებს დაბადებულთა რაოდენობას. შევდივართ ახალ ფაზაში - დემოგრაფიულად მოსახლეობის რეგრესი იწყება..."

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207791&name=01.05.2018+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

01.05.2018

მედიასაშუალება: რეზონანსი

დიდი მიწისქვეშა გაფიცვის მოლოდინში

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვას აპირებენ, რასაც 3 მაისს მეტროს პარალიზება მოჰყვება. მერია ირწმუნება, როა მიწისქვეშა ტრანსპორტი არ გაჩერდება. ყველაზე მთავარი სადავო საკითხი - ხელფასების მომატება - კვლავ გადაუჭრელია. დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს. მემანქანეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან ხელფასის მომატებას ითხოვენ. მათი აზრით, საათობრივი ანაზღაურება 7-დან 10 ლარამდე უნდა გაიზარდოს. "მეტროში მედიაციის პროცესი, ფაქტობრივად, დასრულდა. სამმხრივი შეხვედრების შემდეგ სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან პასუხი ერთია - ხელფასების მატება ვერ მოხდება. "ერთობა 2013"-ის წევრებს სხვა აღარაფერი დარჩათ, გარდა გაფიცვისა", - ნათქვამია დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, "ერთობა 2013", მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამაფრთხილებელი სახის აქცია გუშინ მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა: "30 აპრილს, სამი დღით ადრე, სატრანსპორტო კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შევიტანეთ და გავაფრთხილეთ, რომ 2 მაისს მეტროპოლიტენი დაასრულებს მუშაობას და 3 მაისს აღარ გაიხსნება", - განაცხადეს აქციაში მონაწილე მემანქანეებმა. დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, გაფიცვას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული 240-ვე მემანქანე აპირებს. მასობრივი გაფიცვის შემდეგ გაურკვეველი დარჩება იმ 300 ათასამდე მგზავრის ბედი, რომელსაც ყოველდღიურად მეტრო ემსახურება. თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლების შესაძლო გაფიცვას მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელფასების მატებაზე საუბარი შეუძლებელია. კალაძე დარწმუნებულია, რომ მეტრო იმუშავებს და მისი პარალიზება არ მოხდება. "მეტროს თანამშრომლების ნაწილის მიერ გაფიცვის მოწყობა მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა არიან ადამიანები, რომელთა ხელფასი მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია - 400, 700, 800 ლარი. მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება კი დაახლოებით 1300-1400 ლარს შეადგენს. პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტრასპორტი არ გაჩერდეს. გაფიცვა მათი კონსტიტუციური უფლებაა, უბრალოდ, ადამიანურად ასეთი მიდგომა გულდასაწყვეტია და ძალიან ცუდია. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ და იმ ადამიანებს ნაკლები ხელფასი აქვთ. მომდევნო წლებში, როდესაც უკეთესი ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ხელფასიც მოიმატებს ყველა მიმართულებით", - განაცხადა კალაძემ. მეტროს მემანქანეების მოთხოვნებს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაც გამოეხმაურა და დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გუშინვე გაავრცელა. "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის - "ერთობა 2013" წევრებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას წაუყენეს მეტროს მემანქანეებისთვის სახელფასო განაკვეთის გაზრდის მოთხოვნა. კავშირის წევრები ითხოვენ საათობრივი ტარიფის გაზრდას, რაც სახელფასო განაკვეთის 45%-ით ზრდას გულისხმობს. წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების შემოსავლის ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით. ამ 4 წლის განმავლობაში მემანქანე ინსტრუქტორის ხელფასმა 1824 ლარიდან 2158 ლარამდე მოიმატა, ხაზის მემანქანის ანაზღაურებამ კი - 1605 ლარიდან 1827 ლარამდე. სატრანსპორტო კომპანიამ საწყის ეტაპზევე აქტიურად დაიწყო მემანქანეების მოთხოვნის განხილვა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით. მოლაპარაკების პროცესში სატრანსპორტო კომპანიამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში. თბილისის სატრანპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6300-მდე თანამშრომელი და მათი პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კომპანიისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ბოლო წლებში გადაიდგა ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. კონკრეტულად, მეტროს მემანქანეებისთვის კეთილმოეწყო სპეციალური მოსასვენებელი ოთახები. ასევე თითოეულ მემანქანეს შესაძლებლობა აქვს, აიმაღლოს კვალიფიკაცია ტექნიკურ სკოლაში და მიიღოს უფრო მეტი ანაზღაურება (სწავლის პერიოდში მემანქანე იღებს ხელფასს) თანრიგის ცვლილების შესაბამისად. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მემანქანეების გაფიცვამ არ გამოიწვიოს მეტროს გაჩერება და ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის შეფერხება.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=5207709&name=01.05.2018+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---